"ვაზუსტებთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა"- რას აპირებს "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ? | Allnews.Ge

"ვაზუსტებთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა"- რას აპირებს "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტია არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არის ერ­თგვა­რი რე­ფე­რენ­დუ­მი, სა­დაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სა­ბო­ლო­ოდ უნდა გა­და­წყვი­ტოს, ირ­ჩევს ომს თუ ირ­ჩევს მშვი­დო­ბას, ირ­ჩევს მო­რა­ლურ დეგ­რა­და­ცი­ას თუ ირ­ჩევს ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ირ­ჩევს გარე ძა­ლებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თუ ირ­ჩევს და­მო­უ­კი­დე­ბელ და სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს, ირ­ჩევს კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" თუ ირ­ჩევს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, 4-წლი­ა­ნი ამო­ცა­ნა წარ­მა­ტე­ბით შეს­რულ­დე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­ჯვებს მშვი­დო­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის იდეა.

თუმ­ცა, ამ უშუ­ა­ლო ამო­ცა­ნას­თან ერ­თად, ჩვენ გვაქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ამო­ცა­ნა, უზ­რუნ­ველ­ვყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ხან­გრძლი­ვი, მდგრა­დი მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მა­ღა­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ვაც­ნო­ბი­ე­რებთ რა ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ და­ვა­ზუს­ტოთ, თუ რის­თვის გვჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა:

1) პირ­ველ რიგ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა გვჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის თვი­სებ­რი­ვად გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად, რისი მიღ­წე­ვაც პო­ლი­ტი­კი­დან კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ჩა­მო­შო­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტია არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბი­დან 12 წელი გა­ვი­და, დღემ­დე მისი გა­სა­მარ­თლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, რა­საც თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. პირ­ველ რიგ­ში, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის არ­გა­სა­მარ­თლე­ბას აქ­ტი­უ­რად ითხოვ­დნენ მათი უცხო­ე­ლი მფარ­ვე­ლე­ბი, რა­მაც რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბას გა­დამ­წყვე­ტი წი­ნა­ღო­ბა შე­უქ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ მა­ინც შევ­ძე­ლით კონ­კრე­ტულ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა რე­ჟი­მის ათო­ბით მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო თუ და­ბა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი­სა და სხვა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ჩათ­ვლით. შე­სა­ბა­მის­მა გა­ნა­ჩე­ნებ­მა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, შექ­მნა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი რე­ჟი­მის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად. ასე­ვე, შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე წა­რი­მარ­თე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი ჰა­ა­გა­სა და სტრას­ბურ­გში, რომ­ლე­ბიც, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძა­ლის­ხმე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ჯა­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ჰა­ა­გი­სა და სტრას­ბურ­გის პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, 2008 წლის და­ნა­შა­ულ­ში ჩა­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ახლა სრუ­ლად არის მოხ­სნი­ლი. რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, 2008 წლის და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­ნი­ე­ბის მა­გივ­რად, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი­დევ ერთხელ ექა­ჩე­ბო­და და დღე­საც ექა­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ომის­კენ. ამ ფონ­ზე, ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლის გა­სა­მარ­თლე­ბამ დღეს სულ სხვა აქ­ტუ­ა­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა.

კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ძლი­ე­რი გარე მფარ­ვე­ლე­ბი ახ­ლაც ჰყავს. ეს არი­ან ის ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა კამ­პა­ნი­ის, მათ შო­რის მე­ო­რე ფრონ­ტის კამ­პა­ნი­ის ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ჩვენ ამ ძა­ლებს უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა იქ­ცეს ერ­თგვარ ნი­ურნ­ბერ­გის პო­ლი­ტი­კურ გა­ნა­ჩე­ნად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს მყარ ნი­ა­დაგს შე­უქ­მნის. სწო­რედ გარე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად.

გა­მომ­დი­ნა­რე უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი­დან, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ი­დი­ნა, მას ვერ მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, გარე და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მუდ­მი­ვი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა გა­ნაგ­რძოს. და­უშ­ვე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის თუნ­დაც თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა დარ­ჩეს 2008 წლის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, მით უმე­ტეს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე დგას. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცი­ის როლს გა­რე­დან მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი - კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ას­რუ­ლებს, სა­ხელ­მწი­ფოს მუდ­მი­ვად უწევს და­ნაღ­მულ ველ­ზე სი­ა­რუ­ლი, რის გა­მოც ქვეყ­ნის და­კარ­გვის რის­კი მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა.

ყვე­ლას გვახ­სოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ სა­ეჭ­ვო გა­ნა­ჩენს მოჰ­ყვა. მო­სა­მარ­თლემ, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის­გან დღემ­დე სა­ეჭ­ვო პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და გა­უ­გე­ბა­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ამ და ენ­ჯე­ო­ებ­მა არა მო­სა­მარ­თლის, არა­მედ პრო­კუ­რა­ტუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს. მე­ტიც, პრო­ტეს­ტი რე­ვო­ლუ­ცი­ურ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ი­ზარ­და. მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ჭირ­და იმის გა­აზ­რე­ბა, თუ ვის მიერ და რა მიზ­ნით იყო შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­სე­ბი და­გეგ­მი­ლი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შე­და­რე­ბით დიდი ხნით ადრე და არა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მოხ­და. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად შე­იძ­ლე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მარ­თულ სცე­ნარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აგენ­ტუ­რის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბი დას­ჭირ­და იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, რომ საქ­მე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ვი­თა­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იყო. ეს მა­გა­ლი­თი იმ რის­კე­ბის სა­უ­კე­თე­სო ილუსტრა­ცი­აა, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რად გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონ­ზე, მსგავ­სი სცე­ნა­რის ამოქ­მე­დე­ბას­თან შე­იძ­ლე­ბა იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ჯან­საღ დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნი კარ­გსა და უკე­თესს შო­რის. ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ერთ მხა­რეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს და მე­ო­რე მხა­რეს არის კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გა­რე­დან იმარ­თე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს გა­მუდ­მე­ბუ­ლი მტრო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც ერთი და იგი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სამ­ზე მეტი ვა­დით ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩრდილს აყე­ნებს. ჯან­საღ დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ერ­თმა­ნეთს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი უნდა ანაც­ვლებ­დნენ, რაც დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა, რაც პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

ჩვე­ნი ვა­ლია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის არა­ჯან­სა­ღი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მუ­და­მოდ შევ­ცვა­ლოთ და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, რაც სრულ­ფა­სო­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

არ შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად ცხოვ­რობ­დეს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში და გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ვე­ლო­დოთ იმ ნაღ­მის აფეთ­ქე­ბას, რო­მელ­საც კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­რე­დან ხე­ლოვ­ნუ­რად თავს მოხ­ვე­უ­ლი რა­დი­კა­ლიზ­მი და პო­ლა­რი­ზა­ცია ქვია. სწო­რედ ამი­ტომ, კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გა­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­წყო­ბი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის;

2) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“. ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში თან­და­თა­ნო­ბით სულ უფრო სა­შიშ სა­ხეს იძენს. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ამ, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლო­ბის, ქრის­ტი­ან­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ლგბტ-პრო­პა­გან­დის ძალ­ზე უხეშ, აღ­მაშ­ფო­თე­ბელ ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავ­და, კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა იმ საფრ­თხის მას­შტა­ბი, რო­მე­ლიც ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ამ იდე­ო­ლო­გი­ას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და მისი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ღირ­სე­ბის­გან, მო­რა­ლის­გან და ყო­ველ­გვა­რი იდენ­ტო­ბის­გან ადა­მი­ა­ნის სრუ­ლი დაც­ლაა. ადა­მი­ან­მა და­ნამ­დვი­ლე­ბით ისიც კი არ უნდა იცო­დეს, კა­ცია თუ ქალი. ადა­მი­ან­მა არ უნდა იცო­დეს სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რია, მას არ უნდა ჰქონ­დეს ეროვ­ნუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი თუ პი­როვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა. ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ამო­ცა­ნა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ნის გა­მოყ­ვა­ნაა, რო­მე­ლიც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას იო­ლად და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცემს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვას უმაღ­ლეს, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ხა­რისხში გა­ნამ­ტკი­ცებს.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ვე­რა­ვინ ვე­ღა­რა­სო­დეს მოგ­ვახ­ვევს თავს ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ე.წ. სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბის, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა წყვი­ლის მიერ ბავ­შვის აყ­ვა­ნის ან სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცი­ის და­კა­ნო­ნე­ბას, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის გარ­და სხვა ე.წ. სქე­სის სა­მარ­თლებ­რი­ვად დად­გე­ნას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თუ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­დას და სხვა მან­კი­ე­რე­ბებს, რომ­ლებ­მაც მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა უკვე ძალ­ზე მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა;3) ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა. მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­წყო­ბა ახალ რე­ა­ლო­ბას­თან მო­ვი­დეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბი ძალ­ზე დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, ამ­გვა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის­თვის ნე­ბის­მი­ერ დროს უნდა ვი­ყოთ მზად. ოპო­ზი­ცი­ის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნი ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც გარე და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად წინ აღუდ­გე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვე­რა­ვინ შე­უქ­მნას დაბ­რკო­ლე­ბა;

4) არის კი­დევ ერთი, მე­ო­თხე სა­კი­თხი, რომ­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მო­წეს­რი­გე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. თუმ­ცა, ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა და მას­ზე ჩვენს პო­ზი­ცი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლომ­დე გა­გი­ზი­ა­რებთ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რას სა­ქარ­თვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, არის კი­დევ ერთი, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და მე­ტიც - კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რომ­ლის გა­დაჭ­რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს. სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლაც ომის უშუ­ა­ლო საფრ­თხის წი­ნა­შე დგას, რომ­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბა დღეს და ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა. საკ­მა­რი­სია მცი­რე გა­დაც­დო­მა, ერთი ფე­ხის გა­დაბ­რუ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ დავ­კარ­გოთ, რის შემ­დე­გაც არა მხო­ლოდ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, არა­მედ სა­ერ­თოდ არა­ფერს ფასი აღარ ექ­ნე­ბა. ახლა, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში ომი უკა­ნას­კნელ თვე­ებს ით­ვლის, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მარ­თებს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია, რათა დღემ­დე დიდი ძა­ლის­ხმე­ვით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი მშვი­დო­ბა ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვათ და ქვე­ყა­ნას ნგრე­ვა და გა­ნად­გუ­რე­ბა თა­ვი­დან ავა­ცი­ლოთ. ახლა მთა­ვა­რია, ამ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა რო­გორ­მე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და შემ­დეგ, მის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გან­ვი­თა­რე­ბას ვე­ღა­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა წინ.

2020 ან 2021 წელს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ ან ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ველს რომ გა­ე­მარ­ჯვა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და ქვე­ყა­ნა აღარ გვექ­ნე­ბო­და. სა­მო­მავ­ლოდ, ამ­გვა­რი რის­კი თე­ო­რი­ულ დო­ნე­ზეც კი აღარ უნდა და­ვუშ­ვათ.

რაც უფრო დიდი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო მხარ­და­ჭე­რა, მით უფრო მცი­რე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­თა ცდუ­ნე­ბა, კი­დევ ერთხელ სცა­დონ ქვეყ­ნის არე­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აგენ­ტუ­რის, ანუ ად­გი­ლობ­რი­ვი ომის პარ­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა. რაც უფრო დიდი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო მხარ­და­ჭე­რა, მით უფრო მშვი­დი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბე­რი, დე­კემ­ბე­რი და მომ­დევ­ნო 4 წე­ლი­წა­დი. რაც უფრო მეტი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, მით უფრო ნაკ­ლე­ბი ბა­რი­ე­რი შე­ექ­მნე­ბა ქვეყ­ნის სა­ერ­თო წინსვლას და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ამ არ­ჩე­ვებ­ზე მშვი­დო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­მტკი­ცე­ბაა, რის­თვი­საც თი­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩევ­ლის ხმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამას­თან, მან­და­ტე­ბის რამ­დენ პრო­ცენ­ტსაც მი­ი­ღებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ზუს­ტად იმ­დე­ნი პრო­ცენ­ტით გან­მტკიც­დე­ბა და გამ­ყარ­დე­ბა მშვი­დო­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში.

გარ­და ამი­სა, რაც უფრო მეტ ხმას მი­ი­ღებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მით უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად გა­და­იტ­ვირ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან და მით უფრო მტკი­ცედ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა ქუდ­ზე კაცი იმი­სათ­ვის, რომ ქვეყ­ნის და­კარ­გვის თე­ო­რი­უ­ლი რის­კიც კი არ და­ვუშ­ვათ და სა­ქარ­თვე­ლომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნიმ­ტკი­ცოს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მი­ცე­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ხმა ნიშ­ნავს მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მტკი­ცე გა­რან­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლის­თვი­საც ძვირ­ფა­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბა, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, 26 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვი­დეთ ქუდ­ზე კაცი და შევ­ქმნათ მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის და­სა­ცა­ვად და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ქვე­ყა­ნა, გა­და­დეთ ყვე­ლა­ფე­რი და გა­მო­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, გვერ­დზე გა­და­დეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ვიწ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, რად­გან ამ არ­ჩევ­ნებ­ზე არა პო­ლი­ტი­კის, არა­მედ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი წყდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ ხელ­შია, სა­ქარ­თვე­ლოს ბედი ჩვენ ხელ­შია და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას სა­მარ­თა­ვად თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო და­ვუ­ტო­ვოთ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.