"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს | Allnews.Ge

"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლია. რუს­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მას არა­ერ­თი მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­ფიქ­რეს, რო­გო­რე­ბი­ცაა: "აღ­მო­სავ­ლუ­რი მუ­სი­კის მეფე", "მთე­ბის რა­ინ­დი". ის არას­დროს მა­ლავ­და, რომ ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა მისი გუ­ლის სა­მუ­და­მოდ მო­გე­ბა - ეს ირი­ნა პატ­ლა­ხია, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ის მის­თვის სა­ი­მე­დო მხარ­და­ჭე­რი და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გახ­და, ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი მის სი­ახ­ლო­ვეს რჩე­ბო­და. 2024 წლის 29 ივ­ნისს პავ­ლი­აშ­ვილს 60 წელი შე­უს­რულ­და და მან უკვე შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი.

მე­ვი­ო­ლი­ნე­დან ვო­კა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლამ­დე

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი 1964 წლის 29 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ექ­ვსი წლის ასაკ­ში ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა შე­ის­წავ­ლა და სწრა­ფად მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. ის თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებ­თან სწავ­ლობ­და. გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო და გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

soso-pavliashvili-1-41695-1723958048.jpg

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჯარ­ში წა­ვი­და, სა­დაც ესტრა­დით და­ინ­ტე­რეს­და. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ვი­ო­ლი­ნო დადო და სიმ­ღე­რა და­ი­წყო. გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მის კა­რი­ე­რა­ში 1988 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე გახ­და, სა­დაც ქა­ლაქ კალ­გა­რი­ში, სცე­ნა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „სუ­ლი­კო“ შე­ას­რუ­ლა, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია 50 000-იან აუ­დი­ტო­რი­ა­ში. მისი ავ­ტოგ­რა­ფის­თვის ასო­ბით ადა­მი­ა­ნი რიგ­ში იდგა.

1989 წელს პავ­ლი­აშ­ვილ­მა იურ­მა­ლა­ში, „ახალ ტალ­ღა­ზე“ გრან პრი მო­ი­გო. ამის შემ­დეგ კი ხელი მო­ა­წე­რა რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქტს და და­ი­წყო გას­ტრო­ლე­ბი დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა სოლო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, 1993 წელს კი გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს პავ­ლი­აშ­ვი­ლი სულ უფრო ხში­რად გა­მო­დი­ო­და რუ­სეთ­ში და სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

3026078177-41713-1723958063.jpg

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მე­ქალ­თა­ნე­ო­ბი­სა და გულ­თამ­პყრო­ბე­ლის რე­პუ­ტა­ცია აქვს, ერთხელ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ათა­სამ­დე ქალი ჰყავ­და. ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ცოლი ნინო უჩა­ნე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­იც­ნო. ნი­ნომ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი სი­კე­თით, ემო­ცი­უ­რო­ბით, ინ­ტე­ლექ­ტი­თა და იუ­მო­რის გრძნო­ბით გა­ა­ო­ცა. ჯარ­ში ყოფ­ნი­სას ისი­ნი ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს წერ­დნენ, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ქორ­წინ­დნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნათ. იხილეთ სრულად