პუტინმა კიმ ჩენ ინს საჩუქრად 447 თხა გაუგზავნა
“ლენინგრადის რეგიონიდან ჩრდილოეთ კორეაში წვრილფეხა პირუტყვის პარტია გაიგზავნა“, - ამის შესახებ ინფორმაციას “როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 8 აგვისტოს, მისი ჩრდილო-დასავლეთის რეგიონთაშორისი დირექტორატის ინსპექტორებმა გადაყვანისთვის განკუთვნილი 447 სული წვრილფეხა პირუტყვის ვეტერინარული და სანიტარული პირობები გააკონტროლეს.
როგორც აღმოჩნდა, თხები ლენინგრადის რეგიონიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ რასონში უნდა გადაიყვანონ.
“დეპარტამენტის თანამშრომლებმა წვრილფეხა ცხოველებისა და მანქანის და სანიტარული მდგომარეობის დოკუმენტური და ფიზიკური კონტროლი აწარმოეს.