თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს | Allnews.Ge

თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს

ამ ზა­ფხულს 9 წელი გახ­და, რაც გუ­და­მაყ­რე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე კი ხე­ო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ყოფა კარ­გად გა­იც­ნო. სამი წლის წინ კი, უკვე ოჯახ­თან ერ­თად, იქ მუდ­მი­ვად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. რო­გო­რია ქა­ლა­ქე­ლი გო­გოს თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი გუ­და­მა­ყა­რი, რო­გორ ცხოვ­რობს არც ისე მარ­ტივ პი­რო­ბებ­ში, ამას AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ ხატია სუ­ხაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია, ფერმ­წე­რი, მაგ­რამ ახლა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იც­ვლის, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხს არის შე­ჭი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან, გი­ორ­გი ბე­ქა­ურ­თან ერ­თად და­გეგ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ის წყვი­ლია, რო­მელ­მაც 2015 წელს ჯვა­რი მყინ­ვარწვერ­ზე არ­სე­ბულ სამ­ლოც­ვე­ლო­ში და­ი­წე­რა...

ხა­ტია სუ­ხაშ­ვი­ლი:

- რაც დავ­ქორ­წინ­დით, მთელ ზა­ფხულს აქ ვა­ტა­რებ­დით, შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი აქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ვი­ცო­დი, რას­თან მო­მი­წევ­და შე­ჯა­ხე­ბა და რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს გუ­და­მა­ყა­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, ამ ყვე­ლა­ფერს მეც ავ­წყო­ბო­დი... მინ­დო­და, ისე­თი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებ­და და მის­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და. კო­ტე­ჯის აშე­ნე­ბა მო­ვი­ფიქ­რე, რომ ხე­ო­ბა გა­მოგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა, თან ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი გაგ­ვე­ხა­და. ამ კუ­თხით ჩვე­ნი ხე­ო­ბა ვერ და­იკ­ვეხ­ნის, არ არის აქ­ტი­უ­რი.

da593489-2f75-4f90-b1a4-538e8b2394e5-61137-1723533310.jpeg

2015 წელი - ქორ­წი­ლი მყინ­ვარწვერ­ზე

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ჩემი აზ­რით, ამას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. პირ­ველ რიგ­ში - გზა, რად­გან უკვე ყვე­ლა შე­ეჩ­ვია იმას, რომ მა­ღალ მთი­ან ად­გი­ლებ­შიც ას­ფალ­ტი­ა­ნი გზით, მარ­ტი­ვად მი­დი­ან. აქ ზო­გან მოხ­რე­ში­ლი და ზო­გან გრუნ­ტის გზაა, ამ გზა­ზე რომ არ ია­რონ და ავ­ტო­მო­ბი­ლიც არ და­ა­ზი­ა­ნონ, ურ­ჩევ­ნი­ათ, ბუ­ნე­ბა სხვა­გან ნა­ხონ... მე­ო­რე მი­ზე­ზი ის არის, რომ ჩვენ­თან ისე­თი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, რო­გო­რიც ვთქვათ, თუ­შეთ­სა და სვა­ნეთ­შია, არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტბე­ბი ხე­ო­ბა­ში გვაქვს, მაგ­რამ ხალ­ხის­თვის ისი­ნი ცნო­ბი­ლი არ არის... ამი­ტომ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბაა სა­ჭი­რო. სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, მეც არ ვი­ცო­დი, გუ­და­მა­ყა­რი სად იყო. ერ­თა­დერ­თი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის წიგ­ნე­ბით და ფილ­მე­ბით ვიც­ნობ­დი აქა­უ­რო­ბას... ჩვენს კო­ტე­ჯშიც ხალ­ხი რომ მო­დის, მე­კი­თხე­ბი­ან, - სად არის გუ­და­მა­ყა­რი, რო­გორ მო­ვი­დე­თო. ზოგს გუ­და­მა­ყა­რი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სო­ფე­ლი ჰგო­ნია, ზოგს - ხევ­სუ­რე­თი და ა.შ.

- რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ეს მხა­რე ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც უკვე ნახ­სე­ნე­ბი კუ­თხე­ე­ბი?

- მეტი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და კო­ტე­ჯი უნდა იყოს. მით უფრო, რომ აქა­უ­რო­ბა, სხვა ხე­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლაქთან ახ­ლო­საა. არ არის ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან ცოტა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო მუ­შა­ობს. ჩვენც მხო­ლოდ ერთი კო­ტე­ჯი გვაქვს, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა მეტ­ზეა, ამი­ტომ ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და უა­რის თქმა მი­წევს. მოკ­ლედ, ასე­თი ბევ­რი სივ­რცეა სა­ჭი­რო და ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტი - აქ ამომ­სვლე­ლებს ეს აინ­ტე­რე­სებთ. მე კვე­ბას ჯერ ვერ ვთა­ვა­ზობ, მხო­ლოდ გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გვაქვს. კო­ტე­ჯი მთა­ზეა, ხე­დებ­სა და დას­ვე­ნე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. მე­სა­მე წე­ლია, რაც ვა­მუ­შა­ვებთ, მაგ­რამ ჩვენს საქ­მეს კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბა აკ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით მო­გე­ბა­ზე არ ვართ, აქ რა თან­ხე­ბიც ჩავ­დეთ, იმის ამო­ღე­ბას ვცდი­ლობთ. საქ­მე თუ კარ­გად გაგ­რძელ­და, იქ­ნებ და­ვა­მა­ტოთ ის, რაც გვაკ­ლია და მო­გე­ბა­ზე მერე ვი­ფიქ­როთ... მუ­შა­ო­ბაც მხო­ლოდ ზა­ფხულ­შია, ზამ­თარ­ში ხან­და­ხან წყლის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა ხოლ­მე, თუ ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­და, იქ­ნებ თოვ­ლის დრო­საც მი­ვი­ღოთ სტუმ­რე­ბი.

083e2014-df8c-4f5d-ba56-8b7c39aa83fb-61161-1723533358.jpeg

- ზამ­თა­რი ალ­ბათ ხან­გრძლი­ვი და სუს­ხი­ა­ნი იცის...

- ზამ­თა­რი მკაც­რია, თოვ­ლიც საკ­მა­რის­ზე მეტი გვაქვს. ამას­თან, გუ­და­მა­ყარ­ში გაზი არაა, ამი­ტომ გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა­ცაა. ისევ და ისევ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხე­ბამ­დე მივ­დი­ვართ...

- ხომ არ ნა­ნობთ, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად აქეთ გად­მოხ­ვე­დით?

- ...ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ამ­ბა­ვი გი­ორ­გიმ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, მგო­ნი, უფრო პი­რი­ქით იყო, - მე გა­და­ვა­წყვე­ტი­ნე. ისიც ქა­ლაქ­შია გაზ­რდი­ლი და ჩე­მამ­დე არ ჰქონ­და გეგ­მა­ში ამ ასაკ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად აქეთ წა­მო­სუ­ლი­ყო. რე­ა­ლუ­რად გეგ­მე­ბი ერ­თად დავ­სა­ხეთ... მთე­ლი ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა ქა­ლაქ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, სო­ფე­ლი არ მქონ­და. მგო­ნი, ბავ­შვო­ბის ის გან­ცდე­ბი ჩამ­რჩა და ალ­ბათ ახლა ამის ანა­ზღა­უ­რე­ბას ვცდი­ლობ. სი­ნა­ნუ­ლით ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ნია, კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ, აქ ცხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. მხო­ლოდ არის, რომ ტექ­ნი­კუ­რად არის ხოლ­მე პრობ­ლე­მე­ბი. ისიც დამ­ღლე­ლია, ზამ­თრის გას­ვლას რომ ელო­დე­ბი, აგ­ვი­ა­ნებს და გა­ზა­ფხუ­ლიც რომ ჯერ კი­დევ ზამ­თა­რია, რა­ღაც­ნა­ი­რი მე­ლან­ქო­ლი­უ­რი გან­წყო­ბა გე­უფ­ლე­ბა. არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ემო­ცი­უ­რა­დაც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ... მერე აქ მო­სახ­ლე­ო­ბაც არ არის, მხო­ლოდ ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც ზამ­თარ­ში რჩე­ბი­ან. რა­ღაც ასე­თი მო­მენ­ტე­ბი მაქვს ხოლ­მე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ამ პე­რი­ო­დულ მო­წყე­ნი­ლო­ბას პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ვე­ცი, ბლო­გე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე. რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი ვცდი­ლობ, სხვა რა­ღა­ცე­ბით შე­ვივ­სო. ქა­ლაქ­ში წას­ვლა­ზეც არ მაქვს პრობ­ლე­მა, იმ მო­წყე­ნი­ლო­ბის დროს თბი­ლის­ში მივ­დი­ვართ. მოკ­ლედ, აქა­ურ გარ­კვე­ულ დაბ­რკო­ლე­ბებს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად ვერ აღ­ვიქ­ვამ. გზა რომ არ იყოს და ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბა მი­ჭირ­დეს, ალ­ბათ უფრო სხვა ემო­ცია მექ­ნე­ბო­და. იხილეთ სრულად