რა საპრიზო თანხას მიიღებენ გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მთავრობისგან პრიზის სახით ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
10 აგვისტოს, პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში ირანელ მეტოქეს, ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, 10:9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამასთანავე, ერთ მილიონ ლარს მიიღებს ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც. გუშინ ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიურ ჩემპიონატზე სპორტსმენების გამგზავრებამდე პრიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.
უფრო კონკრეტულად, სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებენ ერთ მილიონ ლარს მიიღებენ. ვერცხლის მედლის მიღების შემთხვევაში საპრიზო თანხა ნახევარი მილიონი ლარია, ხოლო ბრინჯაოსთვის 250 ათასი ლარი.