გაიცანით ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა და პრინსტონის უნივერსიტეტში ქართულ საგალობლებზე დისერტაცია დაიცვა
ჯონ გრემი ამერიკელი მკვლევარია, რომელსაც უკვე ათწლეულებია საქართველოსთან დიდი კავშირი აქვს. მან ქართული საეკლესიო საგალობლები შეისწავლა და უფრო მეტიც, ამერიკელებს გააცნო ქართული კულტურა.
ჯონს საქართველოში ტურისტული კომპანია აქვს. ის შესანიშნავად საუბრობს ქართულად. პროფესორმა გრემმა პრინსტონის უნივერსიტეტში ქართული საეკლესიო გალობის შესახებ დისერტაცია დაიცვა.
ჯონ გრემს აქვს ძლიერი კავშირი ამერიკის სავაჭრო პალატასთან. 1998 წელს დაარსებული ამერიკის სავაჭრო პალატა არის ყველაზე დიდი ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს 260-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას. ის მუშაობს აშშ-საქართველოს საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და ღირებული წვლილის შეტანაზე საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაში.
საქართველოში ჯონ გრემის პროექტების განხორციელებას ამერიკის სავაჭრო პალატა უჭერს მხარს.
მკვლევარი იხსენებს, როდის და რატომ დაინტერესდა ქართული საეკლესიო საგალობლებით, რის შემდეგაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა.
ჯონ გრემი:
"მე ჯონ გრემი ვარ, მუსიკისმოცოდნე, მკვლევარი, მაქვს ტურისტული კომპანია საქართველოში. თავიდან ქართულ საეკლესიო გალობას გავეცანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, როდესაც კვლევას ვაკეთებდი მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ტრადიციებზე. და მაშინ ვნახე ანსაბლ "რუსთავის“ დისკი. იხილეთ სრულად