რა ეტაპზეა და როდის დასრულდება თუშეთის გზის სამუშაოები?
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, 50.1 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
„თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები. იხილეთ სრულად