"ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. როცა დაიწყეს იქ გზის მშენებლობა, მეწყერს ჩამოუჭრეს ფუძე, სად დაარტყამს ეს მეწყერი, არ ვიცით..." - გეოლოგი | Allnews.Ge

"ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. როცა დაიწყეს იქ გზის მშენებლობა, მეწყერს ჩამოუჭრეს ფუძე, სად დაარტყამს ეს მეწყერი, არ ვიცით..." - გეოლოგი

6 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და ფოტო მა­სა­ლა სა­ბურ­თა­ლო­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად, ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ.

მე­რი­ის გან­მარ­ტე­ბით, ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლას სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბრძა­ნე­ბით, შე­თან­ხმე­ბუ­ლია მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც შპს "გე­ლო­ვა­ნი დე­ვე­ლოფ­მენ­თი“ ახორ­ცი­ე­ლებს.

კომ­პა­ნი­ას და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ძირ­კვლი­სა და ხი­მინ­ჯე­ბის მო­წყო­ბა, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ბზა­რე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო შეს­წავ­ლა. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლო რის­კე­ბის და­ზღვე­ვის მიზ­ნით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დამ­კვეთს და­ე­ვა­ლა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის წარ­მოდ­გე­ნა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ და­წყე­ბუ­ლი აქვს კვლე­ვე­ბი ბზა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ სა­კი­თხზე "ბინ­ზესპრეს­ნი­უს­თან" გე­ო­ლოგ­მა სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ ისა­უბ­რა.

რო­გორც გე­ო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, ვაშ­ლი­ჯვრის ფერდს სხვა­დას­ხვა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მო­უჭ­რეს ძირი. მისი თქმით, ასეთ დროს ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მასა და­ი­წყებს მოძ­რა­ო­ბას.

"საქ­მე გვაქვს იმას­თან, რომ ვაშ­ლი­ჯვა­რი ძველ, ყო­ფილ მე­წყერ­ზე დგას. როცა და­ი­წყეს იქ გზის მშე­ნებ­ლო­ბა, მე­წყერს ჩა­მო­უჭ­რეს ფუძე, სად და­არ­ტყამს ეს მე­წყე­რი არ ვი­ცით. შე­იძ­ლე­ბა ბევრ ად­გილს და­არ­ტყას. მე ვცდი­ლობ ვაშ­ლი­ჯვარ­ში მან­ქა­ნით არ ვი­ა­რო.

ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან. ვაშ­ლი­ჯვარ­ში რო­დე­საც იწყებ­დნენ მშე­ნებ­ლო­ბას, მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დი, ხელი არ ახ­ლოთ, არ გა­იყ­ვა­ნოთ გზა, ფუ­ძეს უჭ­რით-მეთ­ქი. მე­წყე­რის ბოლო ენა მთავ­რდე­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­თან, სამ­ხედ­რო გზა თა­ვის დრო­ზე იყო კარ­გად გაყ­ვა­ნი­ლი, არ კი­დებ­დნენ ხელს მე­წყერს. ახლა რომ და­ი­წყეს იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, მო­უჭ­რეს ენა მე­წყერს. ცხა­დია, რა­ღაც რომ არის და­ქა­ნე­ბუ­ლი და იმას ბო­ლოს მო­უჭ­რი­ან, და­ი­წყებს მასა ქვე­მოთ მოძ­რა­ო­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძე.

გე­ო­ლოგს მი­აჩ­ნია, რომ ვაშ­ლი­ჯვარ­ში ფერ­დის გა­მაგ­რე­ბა პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს. თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მი­წის მოჭ­რა სა­ერ­თოდ არ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა