"ილიას შეყვარებულს ილიაზე მეტი მედალი აქვს, იურიდიულზე სწავლობს" - ვინ არის ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის რჩეული? | Allnews.Ge

"ილიას შეყვარებულს ილიაზე მეტი მედალი აქვს, იურიდიულზე სწავლობს" - ვინ არის ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის რჩეული?

ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი ძი­უ­დო­ში, ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. სპორ­ტსმე­ნის პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და სა­ქარ­თვე­ლოს ვერ­ცხლი ჩა­მო­უ­ტა­ნა. ილი­ა­ზე ambebi.ge-ს არა­ერ­თი მა­სა­ლა აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად კი მის შეყ­ვა­რე­ბულს, თაკო მეგ­რე­ლი­ძეს გა­გაც­ნობთ.

ილი­ას რჩე­უ­ლი ასე­ვე სპორ­ტსმე­ნი, მო­ცუ­რა­ვე თაკო მეგ­რე­ლი­ძეა. თა­კოს არა­ერთ შე­ჯიბრში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მის კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბაც ბევ­რია. 21 წლის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას სწავ­ლობს."უსას­რუ­ლოდ ასახ­დე­ნი და სა­მუ­და­მოდ ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა ხარ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - წერ­და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე მისი და თაკო მეგ­რე­ლი­ძის ვი­დე­ო­ზე.

451482189-1904413586638426-5398731542268866519-n-42558-1723044456.jpg

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოქ­როს­თვის ბრძო­ლის შემ­დეგ კი თა­კომ რჩე­უ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ამ­ხნე­ვა: „ჩემ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ...“

ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ილი­ას სუ­ლა­მა­ნი­ძის დედა ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმენ­მა შვი­ლებ­მა - ილია და შაკო სუ­ლა­მა­ნი­ძე­ებ­მა სა­ცო­ლე­ე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­აც­ნეს.

- ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 19 დე­კემ­ბერს, ორი­ვემ ერ­თად მო­მიყ­ვა­ნა სარ­ძლო­ე­ბი გა­საც­ნო­ბად. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი ბი­ჭე­ბი მყავს, რა თქმა უნდა, მათ არ­ჩე­ვან­საც ვენ­დო­ბი. როცა მათი არ­ჩე­ვა­ნი ჩემი მო­სა­წო­ნიც არის, ამას რა სჯობს. კარ­გად აღ­ზრდი­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ილი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, მო­ცუ­რა­ვე და რომ ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, ილი­ა­ზე მეტი მედ­ლე­ბიც კი აქვს. ახლა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. იხილეთ სრულად