"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე | Allnews.Ge

"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე ცოტა ხნის წინ ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მას სტუმ­რონ­და, სა­კუ­თარ გან­ვლილ არც ისე მარ­ტივ გზა­ზე ისა­უბ­რა. ილა­პა­რა­კა იმა­ზე, რო­გორ გა­ნი­კურ­ნა და­ა­ვა­დე­ბის­გან, რო­მელ­საც წლე­ბი ებ­რძო­და, რო­გორ დაძ­ლია დეპ­რე­სია, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ცინ­ვა, სხვა­დას­ხვა დროს მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბიც გა­იხ­სე­ნა... ამ თე­მებ­ზე მას სხვა დროს თით­ქმის არც უსა­უბ­რია და სრუ­ლი­ად სხვა ამ­პლუ­ა­ში წარ­დგა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

გი­ორ­გი ნაზ­რა­ი­ძეს ვთხო­ვეთ, ჩვენ­თვი­საც მო­ე­თხრო ის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს მან გა­მო­ი­ა­რა...

- მქონ­და ნერ­ვუ­ლი გულყრა, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლი იყო და მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუმკლავ­დე­ბო­დი. მოკ­ლედ ეს იყო ნერ­ვულ ფონ­ზე შე­ძე­ნი­ლი ეპი­ლეფ­სი­ის ერთ-ერთი ფორ­მა და ეს შე­ტე­ვა გარ­კვე­ულ ემო­ცი­ურ ფონ­ზე მე­მარ­თე­ბო­და. გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გუ­ლის წას­ვლით, კრუნ­ჩხვე­ბით, სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ ჰქო­ნია. რომ მე­მარ­თე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მა­კა­ვებ­და... იმ პე­რი­ოდ­ში ისე ხდე­ბო­და, რომ სხვა­გან გავ­დი­ო­დი და ვხე­დავ­დი ჩემს გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სავს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... ეს ყვე­ლა­ფე­რი 10-11 წელი გა­მიგ­რძელ­და. ამის გამო ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა მქონ­და... ყვე­ლა­ფე­რი კი 9-10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო... იმ პე­რი­ოდ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე არ­სე­ბობ­და "ეპი­ლეფ­სი­ის ფა­რუ­ლი ცენ­ტრი", სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ დავ­დი­ო­დი.

- იმ შე­ტე­ვას რა იწ­ვევ­და?

- შე­იძ­ლე­ბა მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს­თან მე­ჩხუ­ბა, იმ ჩხუბ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ 2 დღის შემ­დეგ შე­ტე­ვა და­მე­მარ­თო­და. ზედ­მე­ტად რომ დავ­ხარ­ჯავ­დი ემო­ცი­ას, იმას ორ­გა­ნიზ­მი ვერ იტან­და და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ას ისე გა­მო­ხა­ტავ­და. შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ დღეც ყო­ფი­ლი­ყო. ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი დღე იყო. შე­საძ­ლოა უშუ­ა­ლოდ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა­საც მომ­ხდა­რი­ყო...

796e6c37-cd59-4880-a384-0253486050ba-30650-1722670344.jpeg

- მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად მკურ­ნა­ლობ­დი?

- კი და ფსი­ქო­ლო­გებ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რე­ბი მქონ­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ემო­ცი­ე­ბი თვი­თონ უნდა მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა, მხო­ლოდ წა­მა­ლი პრობ­ლე­მას ვერ უშ­ვე­ლი­და. წამ­ლე­ბი კი ისე­თი იყო, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ ფონს მი­თი­შავ­და...

- და ეს ყვე­ლა­ფე­რი, წლე­ბის შემ­დეგ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დას­რულ­და?

- კი. წამ­ლებ­მა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამას­თან, გა­ვი­ზარ­დე, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი ასე თუ ისე და­ვი­წყე და ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩერ­და.

- რამე ხომ არ და­გი­ტო­ვა?

- შფოთვე­ბი და გარ­კვე­უ­ლი შიში იმის, რომ არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო... მქონ­და შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ მარ­ტო სი­ა­რუ­ლი არ შე­მეძ­ლო. ერთხელ მახ­სოვს, მეტ­რო­ში და­მე­მარ­თა... იქ ერთი მო­ქაჩ­ვა მახ­სოვს, მერე აღა­რა­ფე­რი და თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, მეტ­როს სივ­რცე­ში, ბა­ქან­ზე ვი­წე­ქი, ხალ­ხი მყავ­და გარ­შე­მო შე­მოხ­ვე­უ­ლი. რო­გორც მათ მი­თხრეს, შე­ტე­ვა ბა­ქან­ზე მდგარს და­მე­წყო და ლი­ან­და­გებ­ში რომ არ გა­დავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, ვი­ღაც უცხო პირ­მა გა­მომ­წია და მიშ­ვე­ლა. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბო­და ხოლ­მე, - შე­იძ­ლე­ბა ვმდგა­რი­ყა­ვი, ვმჯდა­რი­ყა­ვი და უცებ გავ­თი­შუ­ლი­ყა­ვი...

იყო ასე­თი ფაქ­ტიც, რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი და ერთხელ გა­მო­სას­ვლელ­ში და­მე­მარ­თა, რად­გან ერთ-ერ­თმა კლი­ენ­ტმა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა იმი­ტომ, რომ დრო­ზე ვერ გა­მო­ვუც­ვა­ლე სა­ფერ­ფლე. იმ წუ­თას ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, სამ­სა­ხუ­რი არ მაძ­ლევ­და იმის უფ­ლე­ბას, რომ მის­თვის სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­მე­ცა. კი­დევ ბევ­რი რა­ღა­ცის გა­მოც მო­ვით­მი­ნე. გა­მო­სას­ვლელ­ში გა­მო­ვე­დი, თავი ხელ­ში უნდა ამეყ­ვა­ნა და შე­ტე­ვა დამ­წყო. შემ­დეგ მაჩ­ვე­ნეს კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ ვი­წე­ქი, გულყრა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დროს იქ შე­მო­ვი­და ჩემი ერთი მე­გო­ბა­რი (მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ მე­გო­ბა­რი იყო) გა­და­მა­ბი­ჯა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და, გა­მო­ვი­და, მად­ლო­ბა, რომ მე­ო­რედ არ გა­და­მო­მა­ბი­ჯა და ქვე­მოთ ჩა­ვი­და. იხილეთ სრულად