"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე | Allnews.Ge

"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე

13:09 / 02-08-2024 მომ­ხიბ­ვლე­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­შია და ყო­ველ­თვის და­დე­ბით ენერ­გი­ას ას­ხი­ვებს. რო­გორ ახერ­ხებს ფორ­მის და კარ­გი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ამის შე­სა­ხებ, თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- და­ვი­წყოთ პრობ­ლე­მით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ მე­ო­რე ქალს აწუ­ხებს: რო­გორ ახერ­ხებთ ზედ­მეტ წო­ნას­თან ბრძო­ლას და იდე­ა­ლუ­რი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას?

ეკო ფან­გა­ნი:

- სულ ვამ­ბობ, რომ გა­მი­მარ­თლა, რად­გან ეს პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს, არც არას­დროს მა­წუ­ხებ­და. ალ­ბათ, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ზედ­მე­ტი წო­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს. ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემი გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ჩემს მშობ­ლებ­საც მსგავ­სი აღ­ნა­გო­ბა აქვთ და ეს პრობ­ლე­მა მა­თაც არას­დროს ჰქო­ნი­ათ. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მად­ლო­ბა მათ.

- ტკბი­ლე­ულს და ცო­მე­ულ­საც თა­მა­მად მი­ირ­თმევთ?

- ჩემს თავს არა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვას არ ვუ­წე­სებ, შე­მიძ­ლია, შუ­ა­ღა­მი­სას მომ­შივ­დეს და გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვა. მა­გა­ლი­თად: ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ღა­მით მომ­შივ­და, ავ­დე­ქი და კა­რა­ქი­ა­ნი პური ვჭა­მე. არ მომ­წონს, მკაცრ დი­ე­ტებს რომ იცა­ვენ და მი­მაჩ­ნია, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და კარ­გია. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა დო­ზი­რე­ბუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ი­ღოს, არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გარ­და, მათ შო­რის - პუ­რიც. სა­სურ­ვე­ლია, თუ ჩვენს რა­ცი­ონ­ში ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა არის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ზი­ა­ნო?

- ტკბი­ლე­უ­ლი, ნამ­ცხვრე­ბი და ტორ­ტე­ბი - ეს არის სწო­რედ რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო სუ­ლაც არ არის. ტკბი­ლე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ცუ­დია, გა­ცი­ლე­ბით ცუდი, ვიდ­რე - ცო­მე­უ­ლი, ამი­ტომ ჩემს თავს ხში­რად ვუ­მე­ო­რებ, რომ სა­სარ­გებ­ლო გლუ­კო­ზა მხო­ლოდ ხილ­შია. წო­ნის კლე­ბის პრო­ცე­სი სხვაა, მაგ­რამ უკვე დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი საქ­მეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ან­მა კვი­რა­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა ტკბი­ლე­უ­ლი ან ის საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. რა­ტომ? - რო­დე­საც რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და და ვერ ჭამ, ეს ერ­თგვა­რი სტრე­სია. და­მი­ჯე­რეთ, საკ­ვე­ბის გამო სტრეს­ში ყოფ­ნა ნამ­დვი­ლად არ ღირს.

- თუ არ­სე­ბობს საკ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც მტკი­ცე უარი თქვით და აღარ ეკა­რე­ბით?

- უარი ვთქვი ყვე­ლა­ნა­ირ ხორ­ცზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად, გა­და­ვეჩ­ვიე. ამის მი­ზე­ზი ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, რე­გა­ლი­აც კი მაქვს - "ცხო­ველ­თა მცვე­ლი" და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ოღონდ, არ იფიქ­როთ, რომ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ - არა. ვე­გა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხორ­ცი ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­თან შე­უ­სა­ბა­მოა და ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას არ უხ­დე­ბა, მე კი, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო ვთქვი ხორ­ცზე უარი და ამი­სათ­ვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და. იხილეთ სრულად