" ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი და ვერაგი დაავადება | Allnews.Ge

" ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი და ვერაგი დაავადება

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე 76 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო წლებ­ში ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და.

AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მე­ნე­ჯერს გი­ორ­გი ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბოლო დროს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და იმის გამო, რომ ფეხი მო­ი­ტე­ხა. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მისი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ქრო­ნი­კუ­ლად ჰქონ­და, ონ­კო­ლო­გია, გა­ურ­თულ­და... ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და მას, თუმ­ცა არ პროგ­რე­სი­რებ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში მა­ინც გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და­ი­წყო. მკურ­ნა­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­მი­ურ გა­დას­ხმებ­საც იკე­თებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად უცხო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტით, ტე­ლე­ფო­ნით დარ­გის ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, თა­ვის უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლის­ში არ ვარ და რო­გორც მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, გული წუ­ხელ გა­უ­ჩერ­და, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით მა­ინც შეძ­ლეს გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით კი ეს ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. იმ­დე­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ნაბ­რძო­ლი სა­კი­თხი - ერ­თად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ შე­ნო­ბა­ში, ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

tatolasha-1-53462-1722518956.webp

ეს არა მარ­ტო ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის­თვის და ჩვე­ნი ექი­მე­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია. წა­ვი­და დიდი მო­აზ­როვ­ნე, მეც­ნი­ე­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ჩვენს რე­ა­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ის პა­ცი­ენ­ტის­თვის იყო თა­ნა­მო­აზ­რე, გვერ­დში მდგო­მი, მისი ჭი­რის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი... პი­რა­დად მე მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ნდო­ბის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ერ­თად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ... მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ," - ამ­ბობს ბე­რი­ძე.

AMBEBI.GE თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ცხოვ­რე­ბი­დან და პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს გთა­ვა­ზობთ.

პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნინი­ჭი­ე­რი ბიჭი სკო­ლა­შიც კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, მა­თე­მა­ტი­კუ­რი საგ­ნე­ბი იტა­ცებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს და სა­კავ­ში­რო ოლიმ­პი­ა­დე­ბის რამ­დე­ნი­მეგ­ზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­ლდათ, მაგ­რამ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც მშობ­ლე­ბის ექი­მო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მათ სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, რომ შვი­ლი მე­დი­ცი­ნას გაჰ­ყო­ლო­და. მა­ნაც ან­გა­რი­ში გა­უ­წია - ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა­ზე უარი თქვა და ექი­მი გახ­და.

"ექიმს ადა­მი­ა­ნებ­თან აქვს კავ­ში­რი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მით უმე­ტეს, ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიე - შიდსი, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რია. ეს არის დე­ტექ­ტი­ვი მე­დი­ცი­ნა­ში, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ამოხ­სნის თვალ­საზ­რი­სით. ჰე­პა­ტი­ტი შე­და­რე­ბით ერ­თფე­რო­ვა­ნია, ერთი ვირუ­სია, ერთი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა, ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი“ - აღ­ნიშ­ნავ­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. იხილეთ სრულად