"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა? | Allnews.Ge

"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა?

30 ივ­ლისს, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტი, 44 წლის კაცი, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 29 ივ­ლისს, მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რის­ტი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­ღუ­პა და მას მთის ას­პიტ­მა უკბი­ნა. ჰერ­პე­ტო­ლო­გი შოთა ზან­დუ­კე­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ მსგავ­სი სა­ხე­ო­ბის გვე­ლი არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ას­პიტს, ამ სა­ხე­ო­ბის გვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ ბი­ნად­რობს.

რო­გორც ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, ტუ­რის­ტი სო­ფელ ჩა­ი­სუ­ბან­ში ის­ვე­ნებ­და, იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მის­ვლამ­დე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. “აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ქვე­წარ­მა­ვა­ლი კი მისი სა­კუთ­რე­ბა იყო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ქვე­წარ­მა­ვალ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ებ­და, რა დრო­საც უკბი­ნა.

რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად აჭა­რა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა თუ არა ტუ­რის­ტი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით, ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. ჰერ­პე­ტო­ლოგს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ქვე­წარ­მა­ვა­ლის ნაკ­ბე­ნი გახ­და. შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ტუ­რის­ტის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რას ემსხვერ­პლა 44 წლის კაცი.შოთა ზან­დუ­კე­ლი კი გვიყ­ვე­ბა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ო­ნებ­ში ბი­ნად­რო­ბენ შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი და რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის გველ­მა გვი­კ­ბი­ნა:

396518223-24071226959188435-1770487374553277655-n-42859-1722504351.jpg

- ახლა გე­ტყვით, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად მოგ­ზა­უ­რი იყო, რო­მე­ლიც გვე­ლე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, და­დი­ო­და და სუ­რა­თებს უღებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის გვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კავ­კა­სი­ურ გველ­გეს­ლას. ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლა­მა­ზია, ეფექ­ტუ­რი გვე­ლია. ჩა­მო­დი­ან, მოგ­ზა­უ­რო­ბენ, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აჭა­რა­ში, იკ­ვლე­ვენ. და­ვუშ­ვათ, რომ ის გვე­ლის ნაკ­ბე­ნით გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, კავ­კა­სი­უ­რი გველ­გეს­ლას შხა­მი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. მისი შხა­მი ისე­თი სუს­ტია, რომ ორ­გა­ნიზმს იმის ძალა გა­აჩ­ნია, რომ მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. არ ვგუ­ლის­ხმობ ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შოკს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

პი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია 5-10 წუთ­ში კი არ დგე­ბა, არა­მედ დიდი ხნის შემ­დეგ. გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ იწყე­ბა წვა, ტკი­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­სი­ე­ბა, სივ­დე­ბა ნაკ­ბე­ნი, ჯირ­კვლებ­ზე გა­და­დის შე­სი­ე­ბა, შე­საძ­ლოა სი­ცხემ აუ­წი­ოს და გუ­ლის რე­ვაც ჰქონ­დეს. ყვე­ლა გა­ი­გებ­და ამ ფაქტს, მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რომ გვე­ლის ნაკ­ბე­ნის­გან ანა­ფი­ლაქ­სია დამ­დგა­რი­ყო, შე­საძ­ლოა, ეს გახ­დეს ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ესეც ორ და სამ წუთ­ში არ ხდე­ბა. თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­დე­საც ხელ­ზეა ნაკ­ბე­ნი. ანა­ფი­ლაქ­სი­ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გარ­დაც­ვა­ლე­ბა 10-15 წუ­თია. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მსგავ­სი თე­მე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მას აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბო­და რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო გვე­ლის ნაკ­ბე­ნის დროს. მე მა­ინც არ მგო­ნია, რომ ეს იყოს გვე­ლის ნა­მოქ­მე­და­რი და არც მგო­ნია, რომ ეს ვინ­მემ და­მა­ლოს, მსგავ­სი რამ რომ ყო­ფი­ლი­ყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 15 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი გი­ურ­ზას ნაკ­ბე­ნით. დაკ­ბე­ნა ხდე­ბა, მაგ­რამ იკურ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი.

- ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ამ სა­ხე­ო­ბე­ბი­დან 7 სა­ხე­ო­ბა შხა­მი­ა­ნია. აქე­დან მხო­ლოდ ერ­თია გი­ურ­ზა, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სამ­ხრე­თით და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის არის სა­ში­ში. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხე­ო­ბის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ იმ შხა­მი­ან­თა რიგს, რო­მელ­თა შხა­მიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ექიმს უნდა მი­მარ­თოთ. ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ და­ა­სა­ხე­ლა ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, მთის ას­პი­ტი, კავ­კა­სი­უ­რი გი­ურ­ზა, ასე­თი სა­ხე­ო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წის ზურ­გზე. შე­საძ­ლოა თქვა, კავ­კა­სი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გი­ურ­ზა. რაც შე­ე­ხე­ბა ას­პიტს, ახლო-მახ­ლო მსგავ­სი სა­ხე­ო­ბის გვე­ლი არ არ­სე­ბობს და მი­თუ­მე­ტეს, მთის.

ასე­ვე ფაქ­ტი, რომ ამ ადა­მი­ანს თით­ქოს თა­ვი­სი გვე­ლი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, ასე­ვე ტყუ­ი­ლია. თან გველ­თან ერ­თად ტყე-ღრე რა­ტომ უნდა იარო. ასე­ვე არ ბი­ნად­რობს კობ­რას სა­ხე­ო­ბის გვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გი­ურ­ზას ახა­სი­ა­თებს თა­ვის აწე­ვა და კის­რის მი­და­მოს ოდ­ნავ გაშ­ლა, ამ დროს კობ­რას ემ­სგავ­სე­ბა. იხილეთ სრულად