"ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ" - ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს მიმართავს
ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - "საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. პრემიერმა ირანში ვიზიტის თემის კომენტირებისას თქვა: "როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა".
საპასუხო განცხადებას ნინო ლომჯარია "ფეისბუქზე" ავრცელებს და წერს:
"ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: - "კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა, გვერდით რომ ეჯექიო". საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ.
სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს", - წერს ნინო ლომჯარია.