ვინ არიან ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ? | Allnews.Ge

ვინ არიან ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ?

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ­მა თა­მა­შებ­მა სტარ­ტი 26 ივ­ლისს აიღო. სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მიღ­მა კი­დევ არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ას­პა­რე­ზობს, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან.

ძი­უ­დო­ის­ტთა შე­ჯიბ­რი 27 ივ­ლისს და­ი­წყო და სამ აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ველ დღეს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა, საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ლუკა მხე­ი­ძემ, რო­მე­ლიც 2020 წელს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს დას­ჯერ­და. ის - 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­დის. გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რო­გორ უხ­დის მად­ლო­ბას ქარ­თველ ფა­ლა­ვანს.

makron123-45032-1722334688.jpg

ლუკა სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში დე­დას­თან ერ­თად, ლტოლ­ვი­ლად 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, 12 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. ბი­ჭუ­ნამ ფრან­გუ­ლი ერთი სი­ტყვაც კი არ იცო­და, მის­თვის ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და ოლიმ­პი­ურ მედ­ლე­ბამ­დე მის­ვლა.

mxeidze1111-45050-1722334696.jpg

"მი­უ­ხე­და­ვად ფი­ნალ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან მი­ხა­რია... მა­ინც კარ­გია ვერ­ცხლის მე­და­ლი. ვიბ­რძო­ლე იმ ია­რა­ღით, რაც მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ძი­უ­დო­ის­ტმა საფ­რან­გე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის მიკრო­ფონ­თან, ბრძო­ლის შემ­დეგ.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­და­ზე ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით წასრდგე­ბა ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლია. მას უკვე აქვს სამი მე­და­ლი ძი­უ­დო­ის­ტთა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე ბრინ­ჯაო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან. ეს არ არის მისი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით 2020 წლის ტო­კი­ოს ილიმ­პი­ა­და­ზე წასრდგა.

niko1111-45020-1722334711.jpg

ეს­პა­ნეთ­ში ნი­კო­ლოზს ხან­და­ხან მხო­ლოდ "ნიკო შე­რას“ ეძა­ხი­ან. ის თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, 14 წლი­დან ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და 10 წე­ლია, რაც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. 2018 წელს შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი გახ­და პირ­ვე­ლი ეს­პა­ნე­ლი, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან პოდ­კასტთან სა­უბ­რი­სას შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამა­ყობს, რომ ორი ქვე­ყა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. "თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს ორი დრო­შის ქვეშ ვიბ­რძვი“, - თქვა ნი­კამ. იხილეთ სრულად