სტეფანე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ერთად - რატომ აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს და რა ფესტივალი ჩატარდა რეალურად იურმალაში
ცნობილი ლატვიელი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს მიერ დაფუძნებული ფესტივალი "Laima Rendezvous Jūrmala" სამი დღის განმავლობაში იურმალას ძინტარის დარბაზში ტარდებოდა.
ის, რომ ალა პუგაჩოვა ფესტივალის სტუმრებს შორის იყო, გასაკვირი არ ყოფილა: ის ფესტივალზე გასულ წელსაც იმყოფებოდა.
სიმბოლურია, რომ პრიმადონა ფესტივალის პირველივე საღამოს მივიდა, სადაც ძირითადად უკრაინელი არტისტები გამოდიოდნენ.
ალა დარბაზში იჯდა იმ უკრაინელ სამხედროებთან ერთად, რომლებიც ლატვიაში რეაბილიტაციას გადიან. ისინი ლაიმა ვაიკულემ პირადად მიიწვია თავის მუსიკალურ ფესტივალზე.
პუგაჩოვა ფესტივალის მესამე საღამოზეც მივიდა, მას მაქსიმ გალკინიც ახლდა.
”ბრავო, ალა!” - ყვიროდა მაყურებელი, როდესაც დარბაზში შევიდა. მაქსიმ გალკინი ფესტივალის დახურვისას მოულოდნელად სცენაზე ავიდა და ნახევარსაათიანი კონცერტი გამართა, სადაც რამდენიმე პაროდიის შემდეგ, უკრაინული სიმღერა შეასრულა. იხილეთ სრულად