რეალობა ვირუსულად გავრცელებულ კადრებზე - რატომ დაახვედრეს "ანტისექს" საწოლები ოლიმპიელებს?
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამ, რომელიც გუშინ გაიმართა, მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. XXXIII ოლიმპიური თამაშები მართლაც გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა - ულამაზესი აღლუმი სენაზე, ფრანგულად ამღერებული ლედი გაგა, შთამბეჭდავი მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, უამრავი სიმბოლო, რომელიც საფრანგეთის ისტორიას, კულტურას თუ მწერლობას გვახსენებდა და სელინ დიონის შესრულება, რომელზეც ყველა ამბობს, რომ მისი კარიერის ბოლო და შთამბეჭდავი აკორდი იყო.
თუმცა გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია ოლიმპიურ სოფელში მონაწილეთათვის განკუთვნილმა საწოლებმა, რომელიც მუყაოსგან არის დამზადებული და რომელსაც "ანტისექს" სტატუსი მიანიჭს."პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი ლაშა ტალახაძე მუყაოს საწოლზე დააწვინეს პარიზის ოლიმპიურ სოფელში" - ამ სათაურით გავრცელდა ქართულ სოცქსელებში ვიდეო ლაშა ტალახაძეზე. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ "გაამაგრონ" ძალოსანის საწოლი.
რა არის "ანტისექს" ოლიმპიური საწოლი?
მუყაოს საწოლები პირველად ვირუსულად 2021 წელს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მორბენალმა და მსუბუქმა ათლეტმა, პოლ ჩელიმომ მის შესახებ "ტვიტერზე“ დაწერა. მაშინ მან განმარტა, რომ ეს საწოლი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ „სპორტსმენებს შორის ინტიმური სიახლოვე არ მომხდარიყო“.
"საწოლს ერთი ადამიანის წონის გაძლება შეუძლია. მომიწევს იატაკზე ძილში ვივარჯიშო“ - წერდა მაშინ ის.
ფოტოებზე, რომელიც მაშინ გავრცელდა, "ანტისექს"-საწოლი შეარქვეს და დადიოდა ხმები, რომ ისინი ისე იყო დაპროექტებული, რომ ინტენსიური ფიზიკური აქტივობის ან მასზე ერთზე მეტი ადამიანის არსებობის შედეგად დაიშლებოდა.
"ანტისექს-საწოლები" ერთვარ ციფრულ ლეგენდად იქცა და სპორტსმენებმა მალევე უარყვეს ინფორმაცია მისი ფუნქციის შესახებ და სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეოები, სადაც ისინი საწოლებზე ხტუნაობენ. ამით სურდათ, საწოლის სიმყარისთვის გაესვათ ხაზი. იხილეთ სრულად