ქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი: რას ჰყვება ქართველი გოგონა ირანულ ცხოვრებაზე? | Allnews.Ge

ქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი: რას ჰყვება ქართველი გოგონა ირანულ ცხოვრებაზე?

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ერთ დღეს იღ­ვი­ძებ და ხვდე­ბი, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის და რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნი შე­გიყ­ვარ­და. რო­გო­რია ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან, რომ გა­და­ლა­ხო ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, რაც შე­საძ­ლოა სიყ­ვა­რუ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე დაგ­ხვდეს? - ხში­რად ასე­თი ზღაპ­რე­ბი არც ისე კარ­გად მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ჩვენს რეს­პონ­დენტს, მა­რი­ამ ხი­და­შელს გა­უ­მარ­თლა.

მისი მე­უღ­ლე აფ­ში­ნი, ირა­ნე­ლია. ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნეს, და­ქორ­წინ­დნენ და სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მა­რი­ამს მე­უღ­ლის სამ­შობ­ლო­ში, ირან­ში მო­უ­წია ჩას­ვლა. რა დახ­ვდა იქ და რისი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ირან­ში, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის დროს გა­ვი­ცა­ნით. ერ­თმა­ნე­თი შეგ­ვიყ­ვარ­და და სწო­რედ ჩემ გამო გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნა. აფ­ში­ნი ტუ­რის­ტი იყო, მალე უწევ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, პან­დე­მი­ის გამო, ერ­თწ­ლი­ა­ნი ვიზა მი­ი­ღო და ასე მო­ა­ხერ­ხა დარ­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამი წელი თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­რეთ. ირან­ში პირ­ვე­ლად დე­კემ­ბერ­ში წა­ვე­დით, რად­გან მისი ერ­თა­დერ­თი დის ქორ­წი­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და ვი­ზას­თან და ბი­ნად­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, ვფიქ­რობ­დი, რომ მო­ვაგ­ვა­რებ­დით, სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ბრძო­ლა.

izobrazhenie-whatsapp-2024-07-25-v-131600-4534799f-70261-1721977041.jpg

- თქვე­ნი და აფ­ში­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს ქორ­წი­ნე­ბას. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ?

- აფ­ში­ნის ოჯა­ხი­დან ყო­ველ­თვის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვქონ­და. ჩემი და მისი ოჯა­ხი პირ­ვე­ლად ჩვენს ქორ­წილ­ში შეხ­ვდნენ. შემ­დეგ დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ზამ­თარ­შიც გვეს­ტუმრნენ, არაჩ­ვე­უ­ლე­ბი­ვი დრო გა­ვა­ტა­რეთ, ვაჩ­ვე­ნეთ ულა­მა­ზე­სი ბა­თუ­მი. სირ­თუ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბუ­თის აღე­ბა­ზე აქვს.

izobrazhenie-whatsapp-2024-07-25-v-1315-1721977056.01_d5fdd26d-70224.jpg

- რითი მოგ­ხიბ­ლათ აფ­შინ­მა, რო­დე­საც ამ­ხე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბაა, რა იცო­დით მა­ნამ­დე ირან­ზე?

- აფ­ში­ნის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობს და ცდი­ლობს იყოს თა­ვი­სი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია. ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რი კუ­თხით უყუ­რებს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა, თვა­ლე­ბი­და­ნაც კი სი­კე­თეს ას­ხი­ვებს. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, თა­ვი­დან ირან­ზე თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გარ­და ის­ტო­რი­ის წიგნ­ში ნას­წავ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თე­მე­ბი­სა. პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და ამ ქვეყ­ნის, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან და მე­გობ­რე­ბის­გან ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მეს­მო­და ამ ქვე­ყა­ნა­ზე. რა თქმა უნდა, ეს ჩემ­ზე მოქ­მე­დებ­და და ვერ ვი­ჯე­რებ­დი აფ­ში­ნის მიერ მო­ყო­ლილ ამ­ბებს, თუმ­ცა თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას და ირა­ნე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ირა­ნის შე­სა­ხებ, უმე­ტე­სო­ბა პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია და რე­ა­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად სხვა არის. იხილეთ სრულად