რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში - პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: "მჭირდებოდა ეს 2-3 თვე..."
ლევან ხაბეიშვილი ამერიკაშია. პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს. ენმ-ს ყოფილი თავჯდომარის შტატებში გამგზავრების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, რატომ დატოვა პოლიტიკოსმა საქართველო. ამბობენ, რომ შესაძლოა ხაბეიშვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ იქ პოლიტიკოსის ძმა ცხოვრობს, რომელიც ათწლიანი განშორების შემდეგ, ხაბეიშვილმა რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ნახა.
ხაბეიშვილს ამერიკაში დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა მიზნით გაემგზავრა, ასევე დავუსვით კითხვა ჭორებზე, ხომ არ აპირებდა პოლიტიკაში საცხოვრებლად შტატებში გადასვლას.
- ვფიქრობ, იმაზე გასაგებად რაც საჯაროდ და ღიად ვისაუბრე, შეუძლებელია ახსნა. ივნისში ვთქვი, რომ ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში ( როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო.
- ლევან, ვიცით, რომ თქვენი ძმა წლებია მანდ ცხოვრობს, თითქოს ამიტომ საუბრობდნენ რომ მასთან გადახვედით საცხოვრებლად.
- რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო.