"დედას რამდენიმე სამსახურში უნდა ემუშავა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა... " - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი
ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი, "რუსთავი 2“- ის რუბრიკაში "ყველაფერი დედაჩემის შესახებ,“ ბავშვობის რთულ პერიოდს იხსენებს და დედაზე ემოციურად საუბრობს.
"როგორც კი დედაზე ვიწყებ ფიქრს, მომენტალურად თითქოს სიყვარული მეღვრება მთელ სხეულში. მან მთელი ცხოვრება გაატარა ჩემზე ზრუნვაში და ახლა მინდა, რომ მე გავხდე მისთვის ის ადამიანი, რომელიც გაუფერადებს და გაულამაზებს ცხოვრების დღეებს.განცდა მაქვს ხოლმე, რომ მე ისეთი შვილი ვარ, როგორიც მას უნდა. დედაზე რომ ვლაპარაკობ, ყველაფერი ერთად ამოხეთქავს ხოლმე. ყველას ცხოვრებაში არსებობს რთული ეტაპები. მის ცხოვრებაში ეს მაშინ დადგა, როდესაც ცხოვრების სირთულეებისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მარტო, ჩემთან ერთად, 25 წლის ასაკში უნდა მოეხერხებინა, რომ რამდენიმე სამსახურში ემუშავა, რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული, კარგი განათლება მიმეღო; ღირსეული ადამიანი დავმდგარიყავი. ეს ყველაფერი დედას ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა.
მახსოვს, დილას მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ ისევ მიდიოდა სხვა სამსახურში და ღამეს ათენებდა. შინ გამთენიისას ბრუნდებოდა და სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა.
არასოდეს მახსენდება დღე, როდესაც რამდენიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედა მოწყენილი, დაღლილი ან უხასიათოდ მენახოს. ამიტომ ვარ ხოლმე აღფრთოვანებული მისით, რომ როგორი საოცარი სიყვარულია დედა-შვილობა, სულ რომ თავს ზემოთ ძალა არ არის, იმასაც კი გაკეთებინებს.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი უკავშირდება ემიგრაციაში ყოფნას, იმიტომ არა, რომ სამშობლოდან შორს ვიყავი, ოჯახს სრულფასოვანი სახე ჰქონდა, დედა, მამა და მე. ეს წლები მახსენდება ყველაზე ბედნიერად.მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა ბავშვობის ტრავმა იმ დროს უკავშირდება, როცა დედა და მამა დაშორდნენ ერთმანეთს, ბავშვობის ტრავმა დარჩა ტრავმად. ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ვერ გადავხარშე. იხილეთ სრულად