კანის რა პრობლემებს აწყდებიან ყავის მოყვარულები? | Allnews.Ge

კანის რა პრობლემებს აწყდებიან ყავის მოყვარულები?

ყავის მოყვარულებს შესაძლოა განუვითარდეთ კანის პრობლემები ამ სასმელის ძალიან ხშირად მიღების გამო.

ყავას აქვს შარდმდენი ეფექტი, ამიტომ ამ სასმელის მოყვარულებს მუდმივად სჭირდებათ წყლის ბალანსის შევსება. მაგალითად, ყოველი ფინჯანი ყავის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა წყალი.

შარდმდენმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს „ყავის მსმელის“ კანი - მშრალი, უღიმღამო და დეჰიდრატირებული.ზოგი ამბობს, რომ [ყავა] საზიანოა, ზოგიც კი ამბობს, რომ ის სასარგებლოა. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია რაოდენობაზე.

ერთი ან ორი ფინჯანი ყავა კანს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. და თუ დღის განმავლობაში ბევრი სასმელი - სამი, ოთხი ან მეტი - მივიღეთ, მაშინ უნდა დავფიქრდეთ და დავადგინოთ, რამდენად ცუდად მეტაბოლიზდება ყავა ორგანიზმში.

mkurnali.ge