"ქართველი ფეხბურთელი გოგოების წარმატებაზე სექსისტური ამრეზით ლაპარაკობს" - ხატი დეკანოიძე გიორგი გველესიანს აკრიტიკებს
"ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ნაკრებს წევრის გიორგი გველესიანის მოსაზრებას, რომ "ფეხბურთი ქალების აქმე ნაკებად არის" არის აკრიტიკეს და სოციალურ ქსელში წერს:
"ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ “ფეხბურთი ქალების საქმე არ არის”.
იმის მაგივრად, რომ სპორტის პოპულარიზაციას ეწეოდეს, უაღრესად დიდ სისულელეს ამბობს და ქართველი ფეხბურთელი გოგოების წარმატებაზე სექსისტური ამრეზით ლაპარაკობს.
ჩვენც არ გვაინტერესებს ფუტურო კაცების “სიბრძნეები” და პოლოტიკა, ზოგადად, ტვინცარიელების საქმე უფრო არ არის", - წერს ხატია დეკანოძე.
შეგახსენებთ, geo team - ის გადაცემაში გიორგი გველასიანმა განაცხადა:
“ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა ჩემი აზრი მალე შეიცვალოს... ” - განაცხადა გველეიანმა.
გველესიანის ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა მოჰყვა.
ინორმაციისთვის, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა.
ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს და 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც პლეი ოფში ითამაშებენ.