რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რამდენი გადაიხადა "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შესაძენად? | Allnews.Ge

რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რამდენი გადაიხადა "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შესაძენად?

გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად "ლიონის" ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გუნდი ავრცელებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თავისი ბავშვობის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ "მეცი" ამ ტრანსფერიდან "ლიონისგან" პირდაპირი გზით 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს დამატებით, მაქსიმუმ, 4.5 მილიონ ევროს, ასევე, დაახლოებით 1 მილიონ ევროს მიქაუტაძის შემდგომი ტრანსფერიდან და 15%-ს სხვა შემოსავლებიდან.

შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ლიონში გახდა სარეკორდო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ქართველ ფეხბურთელში ამხელა თანხა ჯერ არცერთ კლუბს არ გადაუხდია.

GEO TEAM-ს ცნობით, ტრანსფერებს შორის, მეორე ადგილზეა ასევე გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი აიაქსში(16 მლნ.) და კახა კალაძის ტრანსფერი მილანში(16 მლნ).