დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის წესი იცვლება - რას გულისხმობს კანონპროექტი? | Allnews.Ge

დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის წესი იცვლება - რას გულისხმობს კანონპროექტი?

დევნილი ოჯახები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ბინებს ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე განსაზღვრული რიცხოვნობით მიიღებენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დაგეგმილ კანონპროექტშია ნათქვამი.

ცვლილებების თანახმად, თუ დევნილი ოჯახის წევრი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გარდაიცვლება, ეს საცხოვრებელი ბინის ფართზე არ აისახება. უფრო კონკრეტულად კი, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

აღნიშნული წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე.

ცვლილებების ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.