"ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას სანახავად ჩავიდა და..." - რა ვიცით "მეთაურ ყასაბზე", ქართველზე, რომელიც აშშ-ში ბავშვების მასობრივ ხოცვას გეგმავდა: დაკავების კადრები
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის ქმედებები. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია: "მეთაური ყასაბი"; "მიშკა" და "ყასაბი".
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. აღნიშნული კულტი ცნობილია როგორც Maniacs Murder Cult, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ.
როგორ დააკავეს "მეთაური ყასაბი"
ექსტრემისტული ნეონაცისტური ჯგუფის Maniac Murder Cult (MKY) 20 წლის ლიდერი, მიხეილ ჩხიკვიშვილი, 8 ივლისს კიშინიოვში ინტერპოლის მოთხოვნით დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცეს.
ორშაბათს, 15 ივლისს, ქართველ ნეონაცისტს ბრალი ნიუ-იორკში ებრაელებზე მასობრივი თავდასხმების დაგეგმვაში წაუყენეს, - წერს New York Jewish News.
ნიუ-იორკის პროკურორების თქმით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მეთაური ყასაბი“, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგებას გეგმავდა. მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმების სერია უმცირესობებზე.
ჩხიკვიშვილს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების Maniac Murder Cult (MKY) ლიდერს ბრუკლინში, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ საოლქო სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. შეგახსებევთ, რომ ის კიშინიოვში (მოლდოვა) 8 ივლისს ინტერპოლის დაკავების ორდერით დააკავეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობაში ნათქვამია, რომ მოლდოვის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აშშ-ისა და ინტერპოლის მიერ ძებნილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 19 და 20 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც "სტამბოლი-კიშინიოვის" რეისის მგზავრები აღმოჩნდნენ.
დაკავების კადრები
"ბრალდებულმა სცადა დაექირავებინა ადამიანები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად საკუთარი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით", - განაცხადა შეერთებული შტატების პროკურორმა პისმა.
MKY არის საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც იცავს ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობას ებრაელებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, არალეგალური ორგანიზაცია დაფუძნებულია რუსეთსა და უკრაინაში, გარდა ამისა, მას ჰყავს მხარდამჭერები აშშ-ში და სხვა ქვეყნებში."MKY-ის წევრები იზიარებენ საერთო მიზანს - დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მთავრობებს ტერორიზმისა და ძალადობის აქტებით, რისი საშუალებითაც ავრცელებენ შიშსა და ქაოსს" - ნათქვამია ჩხიკვიშვილის სისხლის სამართლის ბრალდებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში ჩხიკვიშვილმა დაწერა და გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით "მოძულის მანიფესტი" The Hater's Handbook, სადაც განმარტებულია MKY-ის მიზნები. დოკუმენტში ჩხიკვიშვილი მოუწოდებს ეთნიკურ წმენდისა და ძალადობის შესახებ, მათ შორის სროლას სკოლაში, ბავშვების გამოყენებას თვითმკვლელობებში და მასობრივ ტერაქტებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. იხილეთ სრულად