"შეყვარებულის დაცვას ცდილობდა... მუ­სი­კა ჰქონ­და მა­ღალ ხმა­ზე. მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ვი­და, ჩაუწიე, უნდა და­ვის­ვე­ნოო... ჩხუბი და­უ­წყია" - რა ხდება ცნობილი ბათუმში მოკლული ახალგაზრდის შესახებ | Allnews.Ge

"შეყვარებულის დაცვას ცდილობდა... მუ­სი­კა ჰქონ­და მა­ღალ ხმა­ზე. მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ვი­და, ჩაუწიე, უნდა და­ვის­ვე­ნოო... ჩხუბი და­უ­წყია" - რა ხდება ცნობილი ბათუმში მოკლული ახალგაზრდის შესახებ

15 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ მოკ­ლეს. “კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, “მოკ­ლუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცის­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. მა­ნამ­დე თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს აგი­ნებ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­საც“.

27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი კა­ფის წინ მი­ა­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 29 წლის რე­ვაზ ცე­ცხლა­ძეა.

არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვამკვლე­ლო­ბის მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - შე­საძ­ლოა ეს მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­დესრო­გორც “ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე გვი­ან ღა­მით, რეს­ტორ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კას ხმა­მაღ­ლა უს­მენ­და. ამან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მას­თან მი­ვი­და და სთხო­ვა, რომ მუ­სი­კის­თვის და­ე­წია, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

"არაფ­რის გამო მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი. არაფ­რის გამო. მუ­სი­კა ჰქონ­და მა­ღალ ხმა­ზე, ქუ­ჩა­ში ის­მო­და. მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ვი­და გა­რეთ, უნდა და­ვის­ვე­ნო, ჩა­უ­წი­ეო... და­უ­წყია ჩხუ­ბი: შენ ვინ ხარ, რა შუ­ა­ში ხარო. და­ლია, ალ­ბათ. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და“ , - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ც. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ბა­თუმ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.წ. და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ რ.ც. ცხელ კვალ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge