"მონაკოსთან" ბოლო წუთს ჩაშლილი ტრანსფერი - მიქაუტაძე "ლიონში", საიდანაც წლების წინ გაუშვეს, ტრიუმფით გეგმავს დაბრუნებას
გვრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და ევრო2024 - ის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოსთან" ტრანსფერი ჩაშალა და ლიონის "ოლიმპიკში" გეგმმავს გადაბარგბას. მეტიც, "ეკიპის" ცნობით, 23 წლის თავდამსხმელის "ლიონში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. ამავე გამოცემის ცნობით, "მონკოსთან" ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა.
გამოცემის მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ბონუსების გარეშე მიიღებს, ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოში" გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, სამშაბათს დანიშნულების ადგილზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.
"ოლიმპიკი" გასულ სეზონში ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
"ლიონის" გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.
როგორც მოგეხსენებათ, "ლიონი“ წლების განმავლობაში გიორგის კლუბი იყო, ის 2008/15 წლებში მის აკადემიაში ირიცხებოდა და იქიდან წასვლას ძალინ მტკივნეულად იხსენებდა:
"ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო - მითხრეს, რომ "ლიონში" ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს..."
მართალია, "ლიონს" თავდასხმაში ჰყავს 33 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი, მაგრამ მას ახლა ოლიმპიადა ელის, მომავალ ზაფხულს კი კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და საუდის არაბეთში წავა.
"ლიონში" სურთ, რომ კაპიტანს ახლავე მოუძებნონ ღირსეული შემცვლელი საერთაშორისო დონის ფორვარდით, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.
"ლიონის" მთავარი მწვრთნელია 45 წლის პიერ საჟი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, გუნდი ფსკერიდან ამოიყვანა და ევროპალიგის საგზური მოუტანა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე მის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა.