"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება" - რას ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი სოცქსელში გავრცელებულ კადრებზე?
სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა.
როგორც დეკანოზმა სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს, რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება.მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით.
"ახლა სადღესასწაულო დღეებია და ვერ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება ზნეობრივი კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს თუ რა მოხდა.
კადრს მიღმაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება. როგორც მამა თეიმურაზმა ჩვენთან განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით წუხს და შენდობას ითხოვს.
ის აცხადებს, რომ მისი სიტყვები ზოგადად ემიგრანტებს კი არა, არამედ, იმ კონკრეტულ პიროვნებას ეხებოდა, რომელთანაც კონფლიქტში იყო შესული. ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული”, - განაცხადს იოანე გორელიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა სოცქსელში ვრცელდება სამების ტაძარში გადაღებული კადრები. ვიდეოში ჩანს მოძვარი, აშშ-დან ჩამოსული ემიგრანტი და კამათი მათ შორის. "ფეისბუქზე" წერენ, რომ სასულიერო პირის აღშფოთება მამაკაცის ჩაცმულობამ გამოიწვია, რომელიც ტაძარში შორტით იყო მისული.