ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია | Allnews.Ge

ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია

ჰა­მა­სის ბარ­ბა­რო­სე­ბის თავ­დას­ხმი­დან 9 თვე გა­ვი­და. 7 ოქ­ტომ­ბრის, დი­ლის 7 სა­ათ­ზე ტე­რო­რის­ტებ­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასო­ბით რა­კე­ტა ის­რო­ლეს და სამ­ხრე­თით ღა­ზის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე კი­ბუ­ცებ­ში შე­იჭრ­ნენ. ამავდრო­უ­ლად, თავ­დას­ხმა ხმე­ლე­თი­დან, ზღვი­დან და ჰა­ე­რი­დან მოხ­და. ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა და­ხო­ცეს ის­რა­ე­ლის ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და ტყვედ წა­იყ­ვა­ნეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი.

პირ­ვე­ლი, ვინც ბრძო­ლა­ში შე­ვი­და მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან პა­ლეს­ტი­ნელ, მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ტე­რო­რის­ტებ­თან იყო, პო­ლი­ცია და არა სპეც­რაზ­მი. საგ­ზაო ინ­სპექ­ტო­რებ­მა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და სოფ­ლის პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვებ­მა, მხო­ლოდ მცი­რე ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­მა, პირ­ვე­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღეს და გმი­რუ­ლად იბ­რძოდ­ნენ, გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ზღვრის­პი­რა კი­ბუ­ცე­ბის მცხოვ­რებ­თა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ცო­ცხლე.

ერთ-ერთი ასე­თი გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი. ის სე­გევ შა­ლო­მის პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი იყო. იცი­კი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­უბ­რობ­და ქარ­თუ­ლად და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი ერით. ის ამა­ყობ­და, რომ ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იყო. გმირს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლიელ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს.

b09186ee-90e6-4d8f-834d-b5868731c443-29815-1720854970.jpeg

ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის ლე­ი­ტე­ნან­ტი 21 წლის ლიელ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი, გმი­რუ­ლად და­ცე­მუ­ლი პო­ლი­ცი­ის ვიცე პოლ­კოვ­ნი­კის იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს:

"მამა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფორ­მა­ში იყო. ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ი­სა და პატ­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბით. მა­მას მეტ­სა­ხე­ლი იყო "ბა­ზუ­კა". თავ­მდა­ბა­ლი კაცი იყო და არ ტრა­ბა­ხობ­და თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით. ჩვენ ყო­ველ­თვის გვეს­მო­და მათ შე­სა­ხებ მისი ბრძა­ნე­ბე­ბი­დან და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მას­თან მსა­ხუ­რობ­დნენ’’.

7 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი არ მუ­შა­ობ­და, ის ოჯახ­თან ერ­თად სახ­ლში იყო. თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი მე­გო­ბა­რი და­ვი­დო­ვი დაჭ­რი­ლი იყო და დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და, იცი­კი მის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, მე­გობ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ემ­გზავ­რა. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ცხე­და­რი წა­მო­ი­ღო, ამის შემ­დეგ იცი­კი უკან დაბ­რუნ­და და სხვა დაჭ­რი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა, ის რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვი­და ზო­ნა­ში, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი. ერთ-ერთ შეს­ვლა­ზე გმი­რის მან­ქა­ნას ტე­რო­რის­ტებ­მა რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. იციკ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე დათ­მო, თუმ­ცა ათო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა."შა­ბათს 7 ოქ­ტომ­ბერს ვი­ყა­ვი სახ­ლში. 6:20 სა­ათ­ზე გან­გა­ში და გი­ჟუ­რი და­ბომბვა და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 7:30 წუთ­ზე მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი და­ნა­ყო­ფი­დან შეკ­რე­ბის პუნ­ქტთან მის­ვლის შე­სა­ხებ. სახ­ლში მყოფ­მა მა­მა­ჩემ­მა ფორ­მა ჩა­იც­ვა, რა­ცია აიღო და როცა აპი­რებ­და წას­ვლას, მე ვთხო­ვე თან წა­ვეყ­ვა­ნე. ჩვენ ერ­თად წა­ვე­დით მისი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით და ერ­თად გა­ვე­მარ­თეთ სე­გევ შა­ლო­მის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რო­მელ­საც ის მე­თა­უ­რობ­და. იქ მან თა­ვი­სი ზემ­დგო­მე­ბის­გან მი­თი­თე­ბა მი­ი­ღო, სად­გურ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მთხო­ვა, მას­თან გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი მეც. მე უარი ვუ­თხა­რი და სამი პო­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად ჩემი მან­ქა­ნით წა­მო­ვე­დი ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად. იხილეთ სრულად