გიორგი მიქაუტაძე "ოქროს ბუცს" მიიღებს? - UEFA-მ წესებში ცვლილება შეიტანა
რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში "ოქროს ბუცის" გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.
დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.
Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.