"მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას მიხეილ სარჯველაძეზე... ამ თავდასხმის ავტორი იყო ვინმე ჩხობაძე" - პრემიერი | Allnews.Ge

"მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას მიხეილ სარჯველაძეზე... ამ თავდასხმის ავტორი იყო ვინმე ჩხობაძე" - პრემიერი

მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მო­რიგ ლი­ბე­რა­ლურ-ფა­შის­ტურ პა­ტა­რა გა­მოხ­ტო­მას, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ჩვე­ნი კო­ლე­გის მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის მი­მართ - 2024 წელი იქ­ნე­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის და­მარ­ცხე­ბის წელი. 26 ოქ­ტომ­ბერს და­მარ­ცხდე­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ მი­ხელ სარ­ჯვე­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტს, სა­დაც ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქემ "მონა" და "ბი­ძი­ნას რუსი" ეძა­ხა.

მისი თქმით, ე.წ. გულ­მხურ­ვა­ლე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს ქუ­ჩა­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვის­ტია.

"ამ თავ­დას­ხმის ავ­ტო­რი იყო ე.წ. გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც შემ­დეგ შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვის­ტი, კერ­ძოდ „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "ნა­ბი­ჯის“ ლი­დე­რი, ვინ­მე ჩხო­ბა­ძე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ფი­ნანსდე­ბა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი მხრივ, კე­ზე­რაშ­ვი­ლი- დიმა ჩი­ქო­ვა­ნის მხრი­დან და მე­ო­რე მხრივ, კონ­კრე­ტუ­ლი უცხო­უ­რი დო­ნო­რე­ბის მხრი­დან. ეს ადა­მი­ა­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­და იმ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მას მო­უ­წევს სა­კუ­თა­რი „შავი ფუ­ლის“ გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. მეს­მის, რომ არ მოს­წონს არა­ვის გამჭვირ­ვა­ლო­ბა, გამჭვირ­ვა­ლო­ბა არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი, თუმ­ცა მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ მო­თო­კონ ემო­ცი­ე­ბი და შე­ე­გუ­ონ გამჭვირ­ვა­ლო­ბას, რო­მე­ლიც 1945 წლის შემ­დეგ, არის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ევ­რო­პუ­ლი პრინ­ცი­პი, ასე­თად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ფი­ნანსდე­ბა უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ, რაც, მე ვი­ტყო­დი, არის და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. მე მინ­და მიშა სარ­ჯვე­ლა­ძეს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, რო­მელ­მაც ღირ­სე­უ­ლად უპა­სუ­ხა ამ მცი­რე ლი­ბე­რა­ლურ-ფა­შის­ტურ ექ­სცესს, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ. 2024 წელი იქ­ნე­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის და­მარ­ცხე­ბის წელი. 26 ოქ­ტომ­ბერს და­მარ­ცხდე­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის­გან ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წელი. ამის ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ­სე­ბობს და მე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მო­მა­ვალ წელს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის­გან, რის­თვი­საც ჩვენ გა­ვა­კე­თებთ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.