"არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა" - ჩუმი ტრაგედია თბილისიდან 363 კილომეტრში | Allnews.Ge

"არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა" - ჩუმი ტრაგედია თბილისიდან 363 კილომეტრში

"გალ­ში აფხა­ზე­ბი გვიკ­რძა­ლა­ვენ არა მარ­ტო ქარ­თუ­ლად სწავ­ლას, არა­მედ სკო­ლის დე­რე­ფან­ში ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკ­საც კი... სკო­ლა­ში იძუ­ლე­ბით რუ­სუ­ლად, შემ­დეგ კი სახ­ლში მა­ლუ­ლად ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბით ვმე­ცა­დი­ნე­ობთ... ყვე­ლა მომ­დევ­ნო თა­ო­ბას ქარ­თუ­ლად წერა და აზ­რის გად­მო­ცე­მა უფრო და უფრო უჭირს... გვი­თხრეს, რომ წელ­საც უგა­მოც­დოდ ჩაგ­ვრი­ცხა­ვენ, მაგ­რამ მე ეროვ­ნუ­ლებს მა­ინც ვა­ბა­რებ, არ მინ­და მი­თხრან, რომ არ მე­კუთ­ვნო­და და რომ არა შე­ღა­ვა­თი, სტუ­დენ­ტი ვერ გავ­ხდე­ბო­დი... არ გვინ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მტრის ენა­ზე, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ არის, იძუ­ლე­ბაა", - ამ­ბო­ბენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სკო­ლე­ბის ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და "კვი­რის პა­ლიტ­რას" უამ­ბო­ბენ, რა ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ, რომ მშობ­ლი­ურ ენა­ზე აფხა­ზე­ბის­გან მა­ლუ­ლად მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ის­წავ­ლონ...

წლე­ბია აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ზე­წო­ლი­თა და მუ­ქა­რით, ზოგ­ჯერ კი დაყ­ვა­ვე­ბი­თა და და­პი­რე­ბე­ბით და­ი­ყო­ლი­ოს გა­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რათა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ენ­გურს გა­მოღ­მა არ წა­მო­ვიდ­ნენ. დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ლელ ახალ­გაზ­რდებს რე­ვან­შის­ტე­ბად ამ­ზა­დე­ბენ და ამის“მო­საგ­ვა­რებ­ლად აფხა­ზებ­მა აკ­რძა­ლეს ქარ­თუ­ლად სწავ­ლა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ტა­ნა. მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბავ­შვებს ქარ­თუ­ლად არ აუხ­სნან სა­გა­ნი, ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია გაკ­ვე­თი­ლის გა­რეთ ეზო­ებ­სა თუ დე­რეფ­ნებ­ში ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რიც. ამას­თან, შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც კეთ­დე­ბა - თუკი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას, სა­ფა­სურს არ გა­და­იხ­დი­ან და სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტებს სტი­პენ­დი­ა­საც და­უ­ნიშ­ნა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვად დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ 30-მდე ქარ­თვე­ლია ჩა­რი­ცხუ­ლი. გა­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა კი, დიდი წი­ნა­ღო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ.2020 წლი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან და ახალ­გო­რი­დან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან, მხო­ლოდ აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო.

"აფხა­ზებ­მა ენ­გუ­რის ხიდი ჩა­კე­ტეს, რომ თბი­ლის­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვერ წავ­სუ­ლი­ყა­ვით!"

გი­ორ­გი, სტუ­დენ­ტი: "აფხა­ზეთ­ში წლე­ბია სწავ­ლე­ბა რუ­სუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქარ­თულს, რო­გორც უცხო ენას, კვი­რა­ში მხო­ლოდ 2-3 სა­ა­თი აქვს დათ­მო­ბი­ლი. ჩემ შემ­დეგ თა­ო­ბას ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირს, რად­გან მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღებს, მხო­ლოდ ფა­რუ­ლად სწავ­ლო­ბენ. სახ­ლში ქარ­თუ­ლად და უფრო მეგ­რუ­ლად, სკო­ლა­ში კი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ... მე სკო­ლა 2019 წელს და­ვამ­თავ­რე, მა­შინ გა­მოც­დას ვა­ბა­რებ­დით და ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლად მახ­სენ­დე­ბა, რაც გა­დამ­ხდა. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი მთე­ლი წელი ზუგ­დიდ­ში ვემ­ზა­დე­ბო­დით. გა­მოც­დე­ბის დრო რომ მო­ახ­ლოვ­და, ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ გალ­ში სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი ზე­ი­მი და­ი­გეგ­მა და ყვე­ლას შე­მოგ­ვით­ვა­ლეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­სწრე­ბო­დით, ამი­ტომ 27 ივ­ნისს ყვე­ლა გალ­ში ჩა­ვე­დით. სა­ღა­მოს გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ენ­გუ­რის ხიდი ჩა­ი­კე­ტა და თბი­ლის­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვერ წახ­ვალ­თო. იყო ტი­რი­ლი და დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბა. რო­გო­რია მთე­ლი წელი იწ­ვა­ლო, მომ­ზა­დე­ბის გამო ზუგ­დიდ­სა და გალს შო­რის და­დი­ო­დე და გე­უბ­ნე­ბი­ან, არ გა­გიშ­ვებ­თო. ხმა­უ­რი ატყდა მე­დი­ა­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გან­ცხა­დე­ბით, თუმ­ცა შე­დე­გი არ ყო­ფი­ლა. და­ვი­წყეთ გეგ­მის შედ­გე­ნა, რო­გორ გა­დავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით ზუგ­დიდ­ში. 29 ივ­ნისს 8 ბავ­შვი შე­ვიკ­რი­ბეთ, ავი­კი­დეთ ზურგჩან­თე­ბი და და­ვი­ძა­რით ჩვე­ნი სოფ­ლის ბო­ლოს გაბ­მუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბის­კენ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად