"ჩემკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის წყლის ბოთლი დავალეწე თავზე ამ მონას" - რას ჰყვება ნანა ლეჟავა "ტვ 24"-დან წამოსვლის შესახებ: ის პრეზიდენტს მიმართავს | Allnews.Ge

"ჩემკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის წყლის ბოთლი დავალეწე თავზე ამ მონას" - რას ჰყვება ნანა ლეჟავა "ტვ 24"-დან წამოსვლის შესახებ: ის პრეზიდენტს მიმართავს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტვ 24 და­ტო­ვა არ­ხის დი­რექ­ტორ­მა ნანა ლეჟა­ვამ. წა­მოს­ვლის მი­ზე­ზებ­ზე ლეჟა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. ლეჟა­ვას თქმით, ის "თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა.

"ამ­ბა­ვი იმა­ზედ, რო­გორ გავ­ხდი თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი.

სა­თა­ურ­ში შე­მეძ­ლო გა­მე­ტა­ნა - რო­გორ გავ­ხდი თაღ­ლი­თი პი­ლი­ტი­კო­სე­ბის მსხვერ­პლი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მოხ­სე­ნი­ე­ბა ცოტა ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დი მგო­ნია. ამი­ტომ დავ­ტო­ვებ რო­გორც არის. მოკ­ლედ, გიყ­ვე­ბით: ეს ორი ადა­მი­ა­ნი - შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი და მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და მონა-მორ­ჩი­ლი, ვინ­მე სან­დრო თო­ფუ­რია თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ ჩემ­თან კონ­ტაქტს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სა­ერ­თო მე­გობ­რის ჩა­რე­ვის შემ­დეგ კონ­ტაქ­ტი შედ­გა.

სწო­რედ იქ გა­ვი­გე, რომ პარ­ტი­აც ჰქო­ნი­ათ, ორ­კა­ცი­ა­ნი, და დიდი გეგ­მე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ით­ქვა, რომ 2024-ის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებ­დნენ, უფრო შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის ამ­ბა­ვი იყო ეგ. მათი მხრი­დან და­ი­დო უამ­რა­ვი პი­რო­ბა, რომ სურ­დათ ეხი­ლათ ყვე­ლა პარ­ტი­ის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზია. დაგ­ვე­წყო მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით, შემ­დეგ გა­ვიზ­რდე­ბო­დით. ნუ, პა­ტა­რა ბავ­შვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზ­ნოდ ამ სა­ცო­დავ ქვე­ყა­ნა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ას არა­ვინ ხსნის. გარ­კვე­ვით ავუხ­სე­ნი, რომ თუ ჰქონ­დათ იმე­დი, ეს ტვ მათ ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში რამე დი­ვი­დენ­დებს მო­უ­ტან­და, და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ ეს ამ­ბა­ვი. რა თქმა უნდა, უარ­ყვეს.

ამის შემ­დედ იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა ტვს გა­სახ­სნე­ლად: ოფი­სი, ტექ­ნი­კა, სტა­ფი. რა თქმა უნდა, რო­გორც მო­მა­ვალ­მა დი­რექ­ტორ­მა ვი­კი­თხე, რა იქ­ნე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის ბი­უ­ჯე­ტი, რომ გან­მე­სა­ზღვრა მო­მა­ვა­ლი. ნუ, ამა­ზე პა­სუ­ხი იყო - რაც დაგ­ჭირ­დე­ბა - იქ­ნე­ბა. გა­ი­წე­რა სტრუქ­ტუ­რა - პირ­ველ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვჭირ­დე­ბო­და, რა ტექ­ნი­კა - და შე­ვუ­დე­ქით საქ­მეს. ტე­ლე­ვი­ზი­ის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა სან­დრო თო­ფუ­რი­ას ჩა­ა­ბა­რეს, ვი­ნა­ი­დან მე ფი­ნან­სებ­ში გა­რე­ვა არ მო­ვინ­დო­მე. ეს ადა­მი­ა­ნი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია და ყვე­ლა­ზე სან­დო კაცი, რო­გორც მივ­ხვდი. სა­ბო­ლო­ოდ,თვე­ნა­ხე­ვარ­ში ამ ხალ­ხმა მომ­თხო­ვა სას­წრა­ფოდ ეთერ­ში გას­ვლა, თუმ­ცა ჩვენ არ გვქონ­და სა­ე­თე­რო ბადე შევ­სე­ბუ­ლი. მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის­თვი­საც კი არ ვი­ყა­ვით ტექ­ნი­კუ­რად მზად! (ლა­ი­ვუ­ე­ბი ბოლო დღეს ჩა­მო­ვი­და, ბოლო დღემ­დე არ გვქონ­და შიდა ქსე­ლი, ხმის ჩამ­წე­რი ოთა­ხი და მი­ლი­ო­ნი რამ), მაგ­რამ მფლო­ბელს ეთერ­ში გას­ვლა ის­ტე­რი­უ­ლად ეჩ­ქა­რე­ბო­და.

ამი­ტომ, ზუს­ტად თვე­ნა­ხე­ვარ­ში პირ­ვე­ლი ეთე­რიც შედ­გა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, კარ­გი ეთე­რი - ამას ვი­ტყვი ხმა­მაღ­ლა და თა­ვა­წე­უ­ლი. 10 ივ­ნისს გავ­დი­ვართ ეთერ­ში და მა­ნამ­დე ვი­ღებ სან­დრო თო­ფუ­რი­ას პი­რო­ბას, რომ ოღონდ ეთერ­ში გა­ვი­დე და მექ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის! არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ არ მყავს ფრო­დაქ­შე­ნი (ძვი­რი ჯდე­ბო­და), შეს­ყიდ­ვე­ბი, ანუ ჯერ ვერც ვოც­ნე­ბობ რომ ბა­დე­ში სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს გარ­და სხვა გა­და­ცე­მა მექ­ნე­ბა, მაგ­რამ მპირ­დე­ბი­ან, რომ აი, მე ეთერ­ში გა­ვი­დე და ოქ­როს სა­რა­ი­ას ამი­შე­ნე­ბენ!

არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ტვ 24 ში, არ მი­მი­ღია ბა­ტონ სან­დროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე! თუმ­ცა მუდ­მი­ვად მი­წევ­და ახ­სნა, მა­გა­ლი­თად , რაში მჭირ­დე­ბა ორი ვი­ზა­ჟის­ტი ! რე­გი­ო­ნებ­ში სტრინ­გე­რე­ბი (ბი­უ­რო­ე­ბი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა), სამ სა­მონ­ტა­ჟო­ზე მეტი, ხუთ კა­მე­რა­ზე მეტი. ვინც ტვ-ში მუ­შა­ობთ, ხომ იცით ინ­ჯეს­ტი რას აკე­თებს? (ყვე­ლა მა­სა­ლას იღებს) და მე მი­წევ­და ხმა­ლა­ო­ბა ამ ორ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დი­ლე­ტანტ ადა­მი­ან­თან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

მოკ­ლედ, სა­დღაც 20 ივ­ნი­სი­დან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. ბა­ტონ­მა შო­თამ, რო­გორც ჩანს, მი­იჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ხარ­ჯავ­და (რო­ი­ტერ­ზე ჯერ თან­ხმო­ბა მომ­ცეს, მერე გა­მა­უქ­მე­ბი­ნეს - ძვი­რი­აო) და სან­დრო თო­ფუ­რი­ას მხრი­დან და­ი­წყო ყვე­ლა იმ შე­თან­ხმე­ბის და და­პი­რე­ბის უტიფ­რად უარ­ყო­ფა და დარ­ღვე­ვა, რაც მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და. ასე, მა­გა­ლი­თად, სან­დრო თო­ფუ­რია ერთი თვის წინ შეხ­ვდა იუ­რისტს, რო­მელ­ზეც მთხო­ვა მი­მეყ­ვა­ნა და გა­მეც­ნო მის­თვის, მო­ე­ლა­პა­რა­კა ხელ­ფას­ზე, გრა­ფიკ­ზე. ორი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­ი­თან­ხმა (ისიც ჩემი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით).

ერთ თვე­ში, როცა ორი იუ­რის­ტი უკვე აყ­ვა­ნი­ლია და მუ­შა­ობს - სან­დრო ამას იკ­ვირ­ვებს. ამ­ბობს, რომ მა­ნევ­რი ჩა­უ­ტა­რეს ! და რა­ტომ უნდა უხა­დოს ხელ­ფა­სი! ანუ ის ორი შეხ­ვედ­რა, შე­თან­ხმე­ბა, პირ­ზე კოც­ნა, ვაუ რა მა­გა­რია, რომ და­გი­თან­ხმე - გაქ­რა ხალ­ხო!! იგი­ვე ხდე­ბა ფილ­მე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე - ელა­პა­რა­კე­ბა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას, სა­დაც შუ­ა­მა­ვა­ლი ასე­ვე ვარ მე. მე­ილ­ზე მე ვუ­ფორ­ვარ­დებ ფილ­მე­ბის სიას. თა­ვად არ­ჩევს სა­თი­თა­ოდ ფილ­მებს. 7 ივ­ნისს თა­ვად უკავ­შირ­დე­ბა ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვნელს და ტე­ლე­ფო­ნით უდას­ტუ­რებს, რომ უნდა ეს ფილ­მე­ბი და ლი­ცენ­ზი­ე­ბის მო­პო­ვე­ბას თხოვს. ერთ კვი­რა­ში ფილ­მე­ბის ნა­წილ­ზე ლი­ცენ­ზია მზა­დაა. ვა­კე­თებთ ანონ­სებს, ვაჩ­ვე­ნებ ამ ანონ­სებს ბა­ტონ სან­დროს. ის უკვე სი­ხა­რუ­ლით ჭყლო­პი­ნებს - ვაუ, რა მა­გა­რი ანონ­სია (მი­მო­წე­რა არ­სე­ბობს) და როცა უკვე უნდა გა­ფორმ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, ნუ­რას უკაც­რა­ვად! რო­გორც ჩანს, ბა­ტონ შო­თას არ მოს­წონს ფასი - ძვი­რია- და ზა­რია ჩემ­თან სან­დრო­სი: მე ამ ფილ­მებ­ზე არ მით­ქვამს თან­მო­ბა! რა­ტომ იყი­დეთ?? ვინ იყი­და?? რა­ტომ გა­დის??ბო­დი­ში­ი­ი­ი­იი???? მოკ­ლედ, გა­და­აგ­დეს ის კომ­პა­ნი­აც!

სან­დრო მის ბა­ტონ­თან კა­ტე­გო­რუ­ლარ უარ­ყოფს რომ ფილ­მე­ბი მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო. რო­მე­ლი ერთი მოვ­ყვე კი­დევ??? სა­ბო­ლო­ოდ, რა დამ­ბრალ­და მე: უი,რამ­ხე­ლა სტა­ფია, ვინ გი­თხრა - ამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი აიყ­ვა­ნეო? როცა ყვე­ლა მათ­გა­ნი გავ­ლი­ლი იყო ბა­ტონ სან­დროს­თან იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ მე და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ ხალ­ხს ვერ გა­და­ვუხ­დი­დი ხელ­ფასს! მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი ვარ და ფილ­მებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მი­მი­ღია და­მო­უ­კი­დებ­ლად! ვა­საქ­მებ­დი ნა­თე­სავ-მე­გობ­რებს. დიახ, ბა­ტო­ნო შოთა და ბა­ტო­ნი სან­დრო, ამ სფე­რო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც მე მო­ვიყ­ვა­ნე, არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვით ვა­გებ პა­სუხს. რა­საც ვერ ვი­ტყვი თქვენ მიერ მოყ­ვა­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­ზე, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და მათი საქ­მე მხო­ლოდ “და­ნო­სე­ბის” წერა იყო.

ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­და ჩიხ­ში და მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბა­ტო­ნი შოთა ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა საქ­მის კურ­სში. მე ეთერ­ში გავსლამ­დე მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი არ ვი­ცო­დი, იმ­დე­ნად არ მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და არც მჭირ­დე­ბო­და. ბა­ტონ შო­თას შევხდვი ხუთ­შა­ბათს 4 ივ­ლისს, პი­რის­პირ და მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა იმ უტი­ფა­რი და გა­უ­გო­ნა­რი ტყუ­ი­ლის შე­სა­ხებ, რა­საც მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი კად­რუ­ლობ­და! პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, რომ ვერ და­ი­ჯე­რებს! და უა­რე­სი ამ­ბე­ბი მო­ვის­მი­ნე: მა­გა­ლი­თად, ბა­ტო­ნი შოთა არ აპი­რებს სა­შე­მო­სავ­ლოს გა­დახ­დას და ეს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დონ. კი­დევ ერთხელ, ბო­დი­ში­იი?? კონ­ტრაქ­ტებ­ში რომ სხვა­ნა­ი­რად წე­რია?? ნუ, ეს სან­დროს პრობ­ლე­მა­აო, რა­ტომ ჩა­ი­წე­რა ასე თურ­მე. იქვე და­ვა­ფიქ­სი­რე,რომ ასე ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი და წა­ვი­დო­დი. ნუ იჩ­ქა­რე­ბო, იყო პა­სუ­ხი და შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა შა­ბათს 6 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა, უკვე სან­დროს­თან ერ­თად. ვი­ნა­ი­დან სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ თაღ­ლი­თებ­თან მქონ­და საქ­მე, მომ­ზა­დე­ბუ­ლი წა­ვე­დი და სა­უ­ბა­რი ჩა­ვი­წე­რე ტე­ლე­ფო­ნით.

ნუ ისი­ნი ორი ტე­ლე­ფო­ნით მწერ­დნენ! ძა­ლი­ან რომ არ გა­მიგ­რძელ­დეს, ხალ­ხო, თმა ყალ­ყზე და­მიდ­გა იმ უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლე­ბის მოს­მე­ნით რა­საც ეს ხალ­ხი კად­რუ­ლობ­და!! პირ­ვე­ლი ჩემი შე­კით­ვა შე­ე­ხე­ბო­და რას ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დონ სა­შე­მო­სავ­ლო?? როცა წინა თვე­ში მათ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც აი­ღეს ხელ­ფა­სი და­უ­ბეგ­რა­ვად - ის, რაც ეწე­რათ კონ­ტრაქ­ტებ­ში!! პა­სუ­ხი???? წინა თვე­ში სა­ერ­თოდ არ ეკუთ­ვნო­დათ მათ ხელ­ფა­სე­ბი - ეთერ­ში არ გა­დი­ო­დით და მე რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, ხელ­ფა­სე­ბი მე­ხა­და??? შენი პა­ტი­ვის­ცე­მით და­ვა­რი­გე მა­შინ!!!

ანუ, ხალ­ხო, კონ­ტრაქ­ტე­ბის თავ­ზეც გა­ვი­ა­რე­თო, მე ვარ ის დი­რექ­ტო­რი, ვისი ხათ­რი­თაც ხელ­ფა­სე­ბი რიგ­დე­ბა! მოკ­ლედ, სა­უ­ბა­რი არ შედ­გა ბა­ტო­ნი სან­დრო თო­ფუ­რი­ას უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლე­ბის გამო. ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ მან ჩემ­კენ გა­მო­ი­წია და­სარ­ტყა­მად, მე კი, ამ თაღ­ლი­თე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, ლა­მის მო­ძა­ლა­დედ ვი­ქე­ცი და ლა­მის წყლის ბოთ­ლი(პლასტმა­სის) და­ვა­ლე­წე თავ­ზე ამ მო­ნას.მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­ვით ის­მის. მე ეს ჩა­ნა­წე­რი მო­ვას­მე­ნი­ნე ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან კუთ­ვნილ ხელ­ფასს. ისი­ნი შეხ­ვდნენ სან­დრო თო­ფუ­რი­ას. ბა­ტონ­მა შო­თამ არ იკად­რა ნი­უს­რუმ­თან შეხ­ვედ­რა და ამ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნამ უარ­ყო სა­შე­მო­სავ­ლოს პრობ­ლე­მაც, წინა თვის ხელ­ფა­სის ახ­სნაც და ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩა­ნა­წერ­შია!! მოკ­ლედ, შე­მიძ­ლია ბევ­რი რამ მოვ­ყვე. მათ შო­რის სან­დროს და შო­თას მოყ­ვა­ნილ და შემ­დეგ “ატ­კა­ტე­ბის” მი­ზე­ზით სან­დროს მი­ერ­ვე გაგ­დე­ბულ და უკან მობ­რუ­ნე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე (სა­უ­ბა­რია ტექ-დი­რექ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც მე უკვე და­მახ­ვედ­რეს და ბა­ტო­ნი სან­დროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო სტა­ფი­ა­ნად, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ დავ­ლაგ­დე­ბო­დით) ხოდა “ატ­კა­ტებს” და ფუ­ლის შეჭ­მას რომ აბ­რა­ლებ­და, ის კაცი ორ კვი­რა­ში უკან და­აბ­რუ­ნა!

და ბო­ლოს: მივ­მარ­თავ პრე­ზი­დენტს, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რი­თაც თურ­მე იქ­მნე­ბა კო­ა­ლი­ცია და იქ ეს ბა­ტო­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი! არ გირ­ჩევთ თაღ­ლი­თე­ბის პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­მოყ­ვა­ნას, თუნ­დაც მათ დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ჰქონ­დეთ!!ისე­დაც ბევ­რი ნა­გა­ვია ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გა­სა­ტა­ნი და საქ­მეს ნუ გაგ­ვირ­თუ­ლებთ ამომ­რჩე­ველს. გი­თხრათ, რად უნ­დო­დათ ტე­ლე­ვი­ზია? წო­ნას იმა­ტებ­დნენ - აი ობი­ექ­ტუ­რი ტვ გვაქვს, ფული გვაქვს - ასე და­დი­ოდ­ნენ კარ­და­კარ. და­ნამ­დვი­ი­ლე­ბით ვიცი მათი შეხ­ვედ­რე­ბი “ახალ­თან” რო­გორ სთა­ვა­ზობ­დნენ თავს, თუმ­ცა ორი­ვე ნი­კას­გან უარი მი­ი­ღეს! ხოდა ბა­ტო­ნო შოთა, ხელ­ფა­სე­ბი ჩა­უ­რი­ცხეთ ხალ­ხს! მათ შო­რის მეც! წინა თვე­ში ჩემი, ამ კომ­პა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სის ნა­წი­ლიც გა­აქ­რეთ, ისე რომ უწყის­ზე ხელი არ მო­მი­წე­რია, არ მო­მი­ტა­ნა თქვენ­მა მო­ნამ და არც სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­გიხ­დი­ათ რო­გორც მე მა­ბო­ლებ­დით. კომ­პენ­სა­ცი­ა­საც გა­და­იხ­დით!!! აქ უტვი­ნო არა­ვი­ნაა.

ყვე­ლა სი­ტყვა­ზე, რაც აქ დავ­წე­რე, პა­სუხს ვა­გებ. წარ­ვად­გენ აუ­დიო ჩა­ნა­წერ­საც და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც სან­დრო თო­ფუ­რი­ას ჰქონ­და პი­რა­დი შე­თან­ხმე­ბა და შემ­დეგ გა­და­აგ­დო, ასე­ვე მზა­დაა სა­ლა­პა­რა­კოდ.

ბო­დი­ში ყვე­ლას­თან, რომ ასე­თი მი­ა­მი­ტი აღ­მოვ­ჩნდი. ბო­დი­ში ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, ვინც და­ვა­საქ­მე, ვინც ჩემ გამო და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი და ტვ 24-ში კარ­გი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად წა­მო­ვი­და. დიდი მად­ლო­ბა ტვ 24 ის გუნდს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, ისი­ნი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მად­ლო­ბა მათ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წუ­თის­თვის! ჩვენ შევ­ძე­ლით შეგ­ვექ­მნა ისე­თი გუნ­დი, სა­დაც ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებ­და! ბა­ტო­ნო შოთა, ბა­ტო­ნო სან­დრო, აი თქვენ კი პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ თქვე­ნი გვა­რე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­სო­დეს არც ერთ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ში არ იქ­ნე­ბა!!" - წერს ნანა ლეჟა­ვა.

myquiz