რა დაჯდა ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიებები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავად გამართული ღონისძიებებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ღონისძიება 260 000 ლარი დაჯდა.
განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის თანხის გამოყოფა დაევალა.