"უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“ - გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი აკრიტიკებს | Allnews.Ge

"უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“ - გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი აკრიტიკებს

აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან'ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს კლუბში ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომ აქ ცუდად ექცევიან, მე კი ვფიქრობ, ეს სრული სისულელეა.

ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგის როგორც იქნა ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია. არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი.

myquiz