"ჩემი პირველი შვილი 2-ჯერ მყავს ნანახი... დასამალი არაფერია, ყოფილ მეუღლესთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა მაქვს" - ლევან გორგაძე პირველ ქორწინებასა და ახალ ცხოვრებაზე | Allnews.Ge

"ჩემი პირველი შვილი 2-ჯერ მყავს ნანახი... დასამალი არაფერია, ყოფილ მეუღლესთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა მაქვს" - ლევან გორგაძე პირველ ქორწინებასა და ახალ ცხოვრებაზე

ლე­ვან გორ­გა­ძემ, იგი­ვე ტო­ჩი­ნო­შინ­მა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" მის პირ­ველ შვილ­ზე ილა­პა­რა­კა. სპორ­ტსმე­ნის თქმით, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტო­ჩი­ნო­ში­ნი მე­ო­რედ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მას ია­პო­ნე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავთ, რო­მელ­საც ხა­რე­ბა ჰქვია. ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ვან­მა მე­ო­რე შვილს პა­პის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

"ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, ია­პო­ნი­ა­ში წა­მოს­ვლამ­დე გა­დავ­წყვი­ტე - თუ ვაჟი მე­ყო­ლე­ბა, ხა­რე­ბა უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი! მად­ლო­ბა უფალს, რომ ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა" - ამ­ბობ­და ტო­ჩი­ნო­ში­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

431923196-18339026518111127-2628518385571604178-n-39759-1720443872.jpg

ამ­ჟა­მად "ნო­ეს­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ამი­ტომ უჭირს პირ­ველ შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია.

"ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი, და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, უჩე­მოდ იზ­რდე­ბა. ისე მოხ­და, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მე ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. უკვე შვი­დი წლის ხდე­ბა ჩემი შვი­ლი და 2-ჯერ მყავს მარ­ტო ნა­ნა­ხი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვაკ­ლი­ვარ.

ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლია დღე­საც. არ მაქვს ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ შვი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლო. ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მოვა ის დრო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც მას და­ვა­კე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ შევ­ძე­ლი, ავა­ნა­ზღა­უ­რო." - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გორ­გა­ძემ. იხილეთ სრულად