იქნება წვიმა, ზოგან სეტყვა, ქარი - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო
7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.