რა კავშირშია ჭარბი წონა მამაკაცთა უშვილობასთან? | Allnews.Ge

რა კავშირშია ჭარბი წონა მამაკაცთა უშვილობასთან?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნებაჭარბი წონა. ეს უკანასკნელი დიდ პრობლემებს უქმნის ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ორგანიზმის ჯანმრთელობას, უშუალო გავლენას ახდენს შვილოსნობის ფუნქციაზეც.

ჭარბი კილოგრამები არღვევს სისხლის მიმოქცევის პროცესს, ამცირებს სისხლის ნაკადის მოდინებას სასქესო ორგანოებთან, რაც დროთა განმავლობაში აქვეითებს ერექციას.

ცხიმოვანი ჩანართები ბარძაყისა და საზარდულის არეში ზრდის სათესლეების ტემპერატურას. ეს უკანასკნელი, ანატომიურად სხეულის გარეთ მდებარეობს, რადგან სპერმის წარმოქნისათვის სხეულის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურას საჭიროებს, გადახურება თრგუნავს სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესს. იხილეთ სრულად