"ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. არ მახსენდება კარგად და იმიტომ... ბრაზმა გამატანინა ცხოვრება" - გიორგი ლორია საკუთარ ბავშვობას ემოციურად იხსენებს
ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ რამდენიმე წლის წინ გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი ბავშვობის შესახებ ემოციურად ისაუბრა და თქვა, რომ გაჭირვების გამო, იმ პერიოდის გახსენება არ უყვარს:
- დიღმის მასივში ვიზრდებოდი. არაფრით არ განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან. გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. საერთოდ არ მიყვარს... არ მახსენდება კარგად და იმიტომ. ერთადერთი კარგი მაშინ ის იყო, რომ მამაჩემი იყო ცოცხალი. ბავშვობიდან მეტი კარგი არაფერი მახსოვს. ძირითადად, გაჭირვება იყო. რომ ვხედავდი, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს, როგორ მტოვებდნენ სხვაგან... ერთხელ დასავლეთში დამტოვეს დედაჩემის დასთან, ჩემი და სხვაგან იყო, მაგრამ მაინც კავშირზე ვიყავით.
ბოლოს დედაჩემმა და მამაჩემმა ისე ქნეს, რომ ყველაფერი დაალაგეს. მაგრამ, ცალკე, დაახლოებით, ნახევარი წელი ვიყავი. მაგრად განვიცდიდი. წარმოიდგინე, ზუსტად არ იცი, სად არის შენი დედა და მამა. ერთხელ თუ ორჯერ ჩამოვიდნენ... თან პატარა რომ ხარ, ეს უფრო მძიმეა. იხილეთ სრულად