"გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. " - რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა | Allnews.Ge

"გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. " - რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ახლა და­ი­წყო და უკვე ჩანს, რომ მისი სა­ხით ჩვენს კარს სა­ი­მე­დო მცვე­ლი ეყო­ლე­ბა. და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით, გი­ორ­გიმ მი­აღ­წია დიდ წარ­მა­ტე­ბას, აღი­ა­რე­ბას, ორგზის ჩემ­პი­ო­ნო­ბას 80-მი­ლი­ო­ნი­ან ირან­ში, რაც მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მე­ტყვე­ლებს.

გი­ორ­გის შე­სა­ხებ უფრო მეტს ჟურ­ნალ "გზას­თან" მისი დედა ლელა გრძე­ლიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

- გი­ორ­გი სა­ოც­რად მშრო­მე­ლია, 7 წე­ლია გა­დახ­ვე­წი­ლია ირან­ში, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიძ­ნე­ლე­ებს გა­უძ­ლო, ყო­ველ წუთს ბრძო­ლა­შია. თუ გინ­და, ამ სპორ­ტში კარ­გი იყო, წუ­თი­თაც არ უნდა მო­დუნ­დე.

- იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. გი­ორ­გი ირან­ში მარ­ტო ცხოვ­რობს?

- მარ­ტოა, ჩვენ თბი­ლის­ში ვართ, ოჯა­ხი სულ ენატ­რე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო იშ­ვი­ა­თად აქვს, აქ რომ ჩა­მო­ვი­დეს. გუნდს ხომ ვერ უღა­ლა­ტებს, ყვე­ლა მატჩში თა­მა­შობს.

mshoblebi-coli-shvili-copy-1719818986-1720077360-1720155615.jpg

- გი­ორ­გის ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- გი­ორ­გის ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს, ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლი. ჩემი რძა­ლი მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და სიძე დორ­ტმუნდში იყ­ვნენ. ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრეს, - ლინ­დამ ისე ინერ­ვი­უ­ლა, ძლივს მო­ვა­სუ­ლი­ე­რე­თო, მან ხომ იცის გი­ორ­გის გან­წყო­ბა. ისე­თი მო­წყუ­რე­ბუ­ლი იყო თა­მაშს, მო­ე­დან­ზე შე­ვარ­და, თურ­მე მა­ნამ­დე რა­ღაც შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ევ­ლო და ეს და­ა­ვი­წყდა.

- გი­ორ­გი რო­გო­რი მა­მაა?

- 3 შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის 2 - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. გიჟი მა­მაა, სა­ოც­რად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად ბავ­შვებ­თან ახ­ლოს ხში­რად ვერ არის, მათი აღ­ზრდის საქ­მე­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლია, ყვე­ლა დე­ტა­ლი იცის. მშო­ბელ­თა ჯგუფ­შია გა­წევ­რე­ბუ­ლი და ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სშია. ბიჭი ფეხ­ბურთზე და­დის და იცის, რო­მელ დღეს, რო­მელ სა­ათ­ზე აქვს ვარ­ჯი­ში. ასე შორს იყო ამ­დე­ნი წელი და შვი­ლე­ბის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი იცო­დე? გი­ორ­გის­ნა­ი­რი მამა არც შემ­ხვედ­რია.... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად