"რა ეწერა ფურცელზე?" - გურამ კაშიამ გაამხილა ვილი სანიოლის წერილის შინაარსი, რომელიც სტადიონზე წიტაიშვილმა გადასცა | Allnews.Ge

"რა ეწერა ფურცელზე?" - გურამ კაშიამ გაამხილა ვილი სანიოლის წერილის შინაარსი, რომელიც სტადიონზე წიტაიშვილმა გადასცა

სა­ქარ­თვე­ლო - ეს­პა­ნე­თის მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას არა­ვის გა­მოჰ­პარ­ვია ერთი დე­ტა­ლი, რო­დე­საც წი­ტა­იშ­ვილ­მა გუნ­დის კა­პი­ტანს, გუ­რამ კა­ში­ას მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის- ვილი სა­ნი­ო­ლის წე­რი­ლი გა­დას­ცა.

მას შემ­დეგ, არა­ერ­თი ვა­რა­უ­დი და­ი­წე­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რა ეწე­რა წე­რილ­ში. “"ფე­ის­ბუქ­ზე" ამ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი სკეტ­ჩე­ბიც კი გავ­რცელ­და.

"რა ეწე­რა ფურ­ცელ­ზე?" - სწო­რედ ამ შე­კი­თხვას გას­ცა გუ­რამ კა­ში­ამ პა­სუ­ხი "რუს­თა­ვი 2" -ის ეთერ­ში.

- არ ვიცი რა ეწე­რა, მე ხომ ვერ ვკი­თხუ­ლობ (იცი­ნის)... რა­ღაც ტაქ­ტი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა იყო...

- და­გეხ­მა­რათ ეს ტაქ­ტი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა?

- ვერა, 4:1 წა­ვა­გეთ... ალ­ბათ ვერ წა­ვი­კი­თხე კარ­გად

ცნო­ბის­თვის, გუ­რამ კა­ში­ამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ დის­ლექ­ტი­კია... (კი­თხვის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა).

"დის­ლექ­ტი­კი ვარ. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ჩემი თავი შტე­რი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მე­გო­ნა. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­გას მე­უბ­ნე­ბო­და. ხმა­მაღ­ლა კი­თხვა არ შე­მიძ­ლია. ასო­ე­ბი მე­რე­ვა. რა­ღა­ცას წა­ვი­კი­თხავ, ჩემს თავ­ში მგო­ნია, რომ ეს არის და რა­ღაც სხვა არის. მთე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ვი­ზარ­დე იმ აზ­რით, რომ კი­თხვა­ში კარ­გი არ ვარ, მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ ამა­ყე­ნებ­და, წა­მა­კი­თხებ­და რა­ღა­ცას, ვერ ვკი­თხუ­ლობ­დი. მე­უბ­ნე­ბო­და, "და­ჯე­ქი, შტე­რო, დე­ბი­ლო, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლო..."