კადრები დახურული საზეიმო მიღებიდან: აცეკვებული ფეხბურთელები და გართობა ბოლომდე - ვინ ესწრებოდა წვეულებას
თავისუფლების მოედანზე გამართული საზეიმო შეკრების შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც მათთვის მიღება გაიმართა. ჩვენი ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და თუ სოცქსელში გავრცელებული კადრებით ვიმსჯელებთ კარგადაც მოილხინეს.
ჩვენი ბიჭებისთვის შესრულდა მუსიკალური, ასევე საცეკვაო ნომრები. პროფესიონალებს არც ფეხბურთელები ჩამორჩნენ და მაგიდებიდან სცენაზე გადაინაცვლეს.
ინტერნეტში დილიდან ვრცელდება გიორგი ქოჩორაშვილის და მისი ბრაზილიელი რჩეულის ცეცხლოვანი ცეკვა, მათ კი მალე ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძის სახალისო საცეკვაო ნომერი ანაცვლებს.
ფეხბურთელებთან ერთად იქ იმყოფებოდა სამწვრთნელო შტაბიც, მათ შორის ზურა ხიზანიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციას იკავებს. მის საფეხბურთო მენეჯმენტში მოხვედრას დაემთხვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებები.
მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი გვიზიარებს კადრებს საზეიმო მიღებიდან.
"არ იღლებიან" - წერს სალომე და ბიჭების კადრებს ავრცელებს.