ვინ არის ბოლნისში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მფრინავი? | Allnews.Ge

ვინ არის ბოლნისში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მფრინავი?

სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში წერს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.