"პირველ რიგში უნდა დავისვენო" - "მამარდას" კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ და კადრები მესხის სტადიონიდან, სადაც ნაკრების წევრები მივიდნენ | Allnews.Ge

"პირველ რიგში უნდა დავისვენო" - "მამარდას" კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ და კადრები მესხის სტადიონიდან, სადაც ნაკრების წევრები მივიდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ცოტა ხნის წინ მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე მი­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე მათ ქო­მა­გე­ბის ნა­წი­ლი დახ­ვდა. ათამ­დე ადა­მი­ა­ნი იქ ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ საყ­ვა­რელ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად ფოტო გა­და­ი­ღოთ.

კად­რებს ად­გი­ლი­დან და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

"პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რებს, ვინც აე­რო­პორ­ტში დაგ­ვხვდნენ, ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია. არ ვფიქ­რობ, რომ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ ქვე­ყა­ნა­ში, მე ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და თუ ვინ­მე ასე ფიქ­რობს, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა

პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვის­ვე­ნო რამ­დე­ნი­მე დღე. ჩემს მო­მა­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა 3 წელი "ვა­ლენ­სი­ას­თან" კონ­ტრაქ­ტი მაქვს და შემ­დეგ ვნა­ხოთ.

ასეთ დახ­ვედ­რას ვე­ლო­დე­ბო­დი, რად­გან ვი­ცით, რო­გორ უყ­ვარს ქარ­თველ ხალ­ხს ფეხ­ბურ­თი.

ბავ­შვებს მინ­და ვუ­თხრა, რომ და­ი­ჯე­რონ თა­ვი­ან­თი თა­ვის, იშ­რო­მონ, ივარ­ჯი­შონ და იმ საქ­მეს მიჰ­ყვნენ, რო­მე­ლიც უყ­ვართ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უ­ვათ" - ამ­ბობს მა­მარ­დაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. თვითმფრი­ნა­ვი დე­და­ქა­ლაქ­ში 09:10 სა­ათ­ზე და­ეშ­ვა. ქო­მა­გე­ბი აე­რო­პორ­ტში, დი­ლი­დან, დრო­შე­ბი­თა და სა­ნაკ­რე­ბო მა­ი­სუ­რე­ბით მი­ვიდ­ნენ. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ტე­რი­ტო­რია ავ­ტო­ბუ­სით და­ტო­ვეს.