"საქართველო ემზადება ბიჭებთან შესახვედრად" - ქომაგებით გადავსებული აეროპორტი და ემოციური წუთების მოლოდინი: რა ხდება ადგილზე? | Allnews.Ge

"საქართველო ემზადება ბიჭებთან შესახვედრად" - ქომაგებით გადავსებული აეროპორტი და ემოციური წუთების მოლოდინი: რა ხდება ადგილზე?

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ქო­მა­გე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. 09:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დაბ­რუნ­დე­ბა. აე­რო­პორ­ტში დი­ლის 07:00 სა­ა­თი­დან იკ­რი­ბე­ბა ხალ­ხი. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლის­ში 07:30 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ჭე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 09:00 სა­ათ­ზე ჩა­მოვ­ლენ. ქო­მა­გე­ბის გან­წყო­ბა დი­ლი­დან ამაღ­ლე­ბუ­ლია, ის­მის სიმ­ღე­რა და შე­ძა­ხი­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 ივ­ლისს, 22:00 სა­ათ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შე­იკ­რი­ბე­ბა.

"ერ­თად შევ­ხვდეთ და ერ­თად ვუ­თხრათ მად­ლო­ბა ჩვენს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს. ერ­თად შე­ვას­რუ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი და ერ­თად აღ­ვნიშ­ნოთ ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სას­წა­უ­ლი", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­ნამ­დე, 21:30 სა­ათ­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ო­ნი­დან ღია ავ­ტო­ბუ­სით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მსვლე­ლო­ბას და­ი­წყებს, ხოლო 22:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე - "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს" ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.