BBC - საქართველომ ჯგუფურ ეტაპებზე ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა - მწვრთნელმა მათ მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ასეც მოიქცნენ
საქართველო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპებზე ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა, გერმანიას ტოვებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
„მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მათ მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ასეც მოიქცნენ, მიდიოდნენ ესპანეთთან კონტრშეტევაზე, უშიშრად ასრულებდნენ დრიბლინგს და რისკზე მიდიოდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
როგორც BBC-ი წერს, ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა, ქართველებს კი დაეღლა დაეტყოთ.
„თუმცა, ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრები კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც იხილეს, ადგილებზე დარჩნენ სრული დროის ამოწურვის შემდეგაც, სკანდირებდნენ და ქართველ მოთამაშეებს ტაშს უკრავდნენ. მათ დაუვიწყარი მოგონება დაუტოვეს, როდესაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა“, - აღნიშნულია სტატიაში.