"გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა" - GEO TEAM | Allnews.Ge

"გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა" - GEO TEAM

გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ გუ­შინ ეს­პა­ნეთ­თან სი­ცხის დამ­წე­ვით ითა­მა­შა. ამის შე­სა­ხებ GEO TEAM წერს.

"მატ­ჩის დღეს გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძეს ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჩა­კიმ 1/8 ფი­ნა­ლი ითა­მა­შა. არა მექ­ვა­ბა, 38-ე წუთ­ზე ტრავ­მი­რე­ბუ­ლი კიტე, სი­ცხი­ა­ნი ჩაკ­ვე. მად­ლო­ბა ჩაკ­ვე და ვა­მა­ყობთ, რომ გვყავ­ხარ" - წერს GEO TEAM.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა. მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში, სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო. ეს­პა­ნე­თის მხრი­დან კი პირ­ვე­ლი გოლი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში შეხ­ვედ­რის მე­თექ­ვსმე­ტე წუთ­ზე გა­ვი­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა მატ­ჩის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი­დევ 3 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლეს და სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 4:1 დას­რულ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

myquiz