"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე | Allnews.Ge

"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო ფეხ­ბურ­თე­ლი" - ასე გა­მო­ა­ცხა­და კო­მენ­ტა­ტორ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის შე­მოს­ვლა მო­ე­დან­ზე. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე­მაც, რომ­ლის შე­სა­ხებ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბი­დან­ვე უამ­რა­ვი კი­თხვა ტრი­ა­ლებ­და, თუ რა­ტომ არ იყო ის სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არც ერთი მატ­ჩი­სას და რა­ტომ არ აძ­ლევ­და მწვრთნე­ლი მას თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას. თა­ვად ბუ­დუმ თქვა, რომ სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს და მად­ლო­ბე­ლია იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­თაც, რა დრო­საც მო­ე­დან­ზე თა­მა­ში მო­უ­წია.

"მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც აქ იმ­ყო­ფე­ბო­და და ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. დიდი მხარ­და­ჭე­რა იგ­რძნო­ბო­და მათ­გან. მათ გა­რე­შე ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. თავს ის ვგრძნობ­დით თით­ქოს თბი­ლის­ში ვთა­მა­შობ­დით. ვე­ტყვი მათ, რომ ია­მა­ყონ ამ გუნ­დით, რად­გან სა­ა­მა­ყო გუნ­დი გვყავს და ამა­ყი ვარ, რომ ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ. უკვე რომ ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. იმ სას­ტუმ­რო­ში იმ ბი­ჭებ­თან ყოფ­ნა უკვე დიდი დღე­სას­წა­უ­ლი იყო.

აქ მწვრთნე­ლი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს სურს, რომ ბევ­რი ითა­მა­შოს, თუმ­ცა მწვრთნელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თის­თვი­საც, რაც ვი­თა­მა­შე ბედ­ნი­ე­რი და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი" - თქვა ბუ­დუმ. მის კო­მენ­ტარს "სე­ტან­ტა" ავ­რცე­ლებს.

myquiz