„ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით“ – „სოკარის“ დაპირება ესპანეთთან გამარჯვების შემთხვევაში | Allnews.Ge

„ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით“ – „სოკარის“ დაპირება ესპანეთთან გამარჯვების შემთხვევაში

კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.

2-0 საოცარი გამარჯვება!

და სოკარის გუნდი სიხარულით ვეხმარებით გულშემატკივრებს დაპირებების შესრულებაში.

პორტუგალიასთან 2 გოლით შთაგონებულებმა, ამჯერად ჩვენც გვინდა დავდოთ პირობა:

საქართველო რომ ესპანეთს მოუგებს, იმ ორშაბათს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით.ეს 2-იანი იმ 2 გოლის აღსანიშნავად არასდროს რომ არ დაგვავიწყდება" - წერია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.