"ხვალ ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს" - რა თქვა სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე | Allnews.Ge

"ხვალ ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს" - რა თქვა სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე

ეს­პა­ნეთ­თან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"ეს­პა­ნეთ­თან ბოლო მატ­ჩი­სას ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი გვქონ­და, რად­გა­ნაც ეს შე­დე­გი მა­ინ­ცდა­მა­ინც მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ იყო. ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად სჯობ­და მეტი დრო გვქო­ნო­და, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ეს მო­ა­ხერ­ხეს და მო­ე­დან­ზე გას­ვლას მო­უთ­მენ­ლად ელი­ან. ეს­პა­ნეთ­თან 1:7 წა­გე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი მო­მენ­ტე­ბი სა­ჭი­როა. ეს ჩვე­ნი გან­ვლი­ლი გზის ნა­წი­ლი იყო. ის მარ­ცხი ჩვენ­თვის კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი გა­მოდ­გა. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი ტურ­ნირ­ზე ჯერ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დია. ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

3.5 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მენ­ტა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გა­სა­გე­ბად გარ­კვე­უ­ლი დრო დამ­ჭირ­და. ესეც გზის ნა­წი­ლია. მე და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ, იცი­ან, რო­გორ ვმუ­შა­ობ და რას ვი­თხოვ. ფეხ­ბურ­თი შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და გრძნო­ბე­ბით უნდა ითა­მა­შო. ჩვენ ყვე­ლას უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მხო­ლოდ დაც­ვა­ში არ ვართ კარ­გე­ბი. მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავთ, იმა­ვე უი­ლი­ამ­სი­სა და ია­მა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დეთ. კარ­გია, რომ ფეხ­ბურ­თი მხო­ლოდ მე­სი­სა და რო­ნალ­დოს პიმ­პონ­გი არაა. როდ­რი ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი ფეც­ბურ­თე­ლია.

ჩემი საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღო. თუ ის გუნდს ეხ­მა­რე­ბა, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი მე­ნე­ჯე­რი ვარ. ხვალ ახა­ლი მატ­ჩია, ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ვნა­ხავთ, თუ გა­ა­მარ­თლებს. თავ­და­ჯე­რე­ბა არ გვაკ­ლია."